ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აპარმიჟ-
ჟანრი: პოეზია
30 სექტემბერი, 2013


ბაბილონიდან ბაბილონამდე

ვაშენებდი ახალ გოდოლს,
შენი თანამეინახე,
შენთვის, ჰოდა, აი, როგორ,
გულში სვეტად შეგინახე,

მაგრამ, მზერა ვერ გადმოგწვდა, -
შენ აღმოჩნდი ღმერთის იქით
და ღმერთს აქეთ, მე ვარ - როცა,
ილუზიის სკნელში მივქრით.

მივქრით, როგორც ფარვანები...
სვეტს ეტრფიან - ცეცხლის ალის:
შენ, სხვა ღმერთის ანარეკლი,
მე, სხვა ღმერთის მარგინალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს