ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკი-ლექსი
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2013


შემოდგომის აღსარება....



ამ განშორებამ ღამედ მაქცია
უფალო ჩემო სად ვიარებით?

მე ტაძართან ჩავლისას რწმენა მაცვია,
სხვა დროს კი ალბათ შისველი ვარ,
როგორც ყოველთვის..

რა საჭიროა ყველა სარკე გავასუფთავოთ?!
მე, როგორ მტკივა ჩახედვისას ჩემი სხეული:
სიცარიელე, სიბნელე და
იცი უფალო?!
ერთი დიდი ხორცთა გროვა,
სული ეული!

რა საჭიროა ყველა სარკმელს, რომ ებას ტარი?!
მინდება სხივის დანახვა და ვცდილობ გავაღო
მერე კი
სივრცე,
დედამიწა,
დიდი სხეული
მინდა რომ ტანზე გადავიცვა.
მიხსენ უფალო!

შემოდგომაა..
ახლა ალბათ ყველა შიშვლდება
მეკი უკვე მერიდება სამოსი ტანზე
აკი გითხარი ჩემი სული სხვაგან ნავარდობს
გთხოვ შენ უფალო მაპოვნინე ის კენჭი ზგვაზე

რა საჭიროა ფოთოლცვენა, ან შემოდგომა?!
და ყველაფერი უნდა მოკვდეს დაბადებამდე?!
არ მსურს ახლა ფოთოლცვენა ჩემი წავიდეს
ვიცი მეორედ აღარ მოვალ ამ ქვეყანაზე....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები