ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტიტე
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2013


პოეტის დაბადება




ღამის ორია
და ღამის შვილი,
(მთვარე) მოედო
როგორც შიმშილი
ქალაქს.
ქალაქი. ხიდი.
შენ ითვლი წამებს,
მთელი ცხოვრება
რომ გაგაწამეს.
მალავ,
შენ მალავ თითებს,
მაგრამ ტოტები
ხის მიგითითებს
ხიდზე.
.      .        .        .        .
ეშვება, ციდან წითელი ფარდა,
ჩემი სიზმრების გარდა, მე ვეღარ
გიხილავ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები