(ბოლო გაჩერება)
არის მათში, რაღაც დიდი და ძლიერი, დიდი ხელოვნება, შედევრი...
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დღეს, არჩევანის წინაშე დავდექი და მეც ვიდექი არჩევანის, საბურთალოს ხაზსა და სადგურის მოედნის გადასასვლელ ხაზს შორის...
აქ, როგორც ყოველთვის ერთი სურათია, - მოძრაობა... და რაც უფრო ხშირად მოძრაობ, მით უფრო რთული არჩევანის წინაშე დგები... ხშირად თვალის დახუჭვაც გიწევს და უბრალოდ გავლა...
არჩევანი - იქ მდომი პიროვნებებია, რომლებიც სხვადასხვა ნიჭით არიან გამორჩეულები, ზოგს - გიტარა, ან ფანდური უჭირავს, ზოგს - ხატები, ზოგი - ბავშვია, ზოგი - უსინათლო, ზოგი - ლოთი...
ამ პიროვნებებისგან, ერთ-ერთი ხდება რჩეული, (ერთ-ერთის ალუმინის ქილა იწყებს ჩხარუნს მეტალის ფულით...) ფულით თუ არა, უბრალო გამხნევებით მაინც, - - გაღიმებით, თვალის ჩაკვრით, ან ოვაციით...
დღეს ყველაზე რთული არჩევანი შემხვდა და ვერ დავხუჭე თვალი...
დღეს ვნახე გამორჩეული ნიჭი, რომელიც გიტარისტის, ბავშვის, უსინათლოს, ხატებსა და ლოთებს შორის იდგა...
ეს იყო შედევრი, სიყვარულის ხე, რომელშიც ქალისა და კაცის ალერსიანი სახეებია ამოქარგული...
ეს იყო ახალგაზრდა წყვილი, რომელთა სხეული ერთმანეთს ეკვროდა და მათი სიყვარულის ფორმულა, მათი მრუშობის ერთეული, არ აღემატებოდა თაკილს...
აქ იყო ყველაფერი პირდაპირპროპორციული, ყველანაირი საზომის დაცვით, არაფერი ზედმეტი...
მე ეს წყვილი ავირჩიე... რადგან მათი ნიჭი, დიდი და ძლიერი, დიდი ხელოვნების ნიმუშია... იმდენად დიდი ხელოვნება, რომ გვერდით ჩავლის დროს, ლამის ოც თეთრიანი ჩავუჯიბე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. საინტერესო ხედვა გაქვთ! ალბათ, ასეთ აღქმაზეა ნათქვამი, - ზოგი გუბეში ცას ხედავს, ზოგიც - მღვრიე წყალსო... საინტერესო ხედვა გაქვთ! ალბათ, ასეთ აღქმაზეა ნათქვამი, - ზოგი გუბეში ცას ხედავს, ზოგიც - მღვრიე წყალსო...
7. უფ რა კარგი იყო:) გაიხარე ავტორო. უფ რა კარგი იყო:) გაიხარე ავტორო.
5. მომეწონა, კარგად აზროვნებ. მომეწონა, კარგად აზროვნებ.
4. პროპორციული სისტემის შედეგია პირდაპირ :)) ოღონდ ეგ ,,რ-ამის,, მართებული ფორმაა? რატომღაც სულ მეგონა რომ ,,ლ,, უნდა იყოს :) პროპორციული სისტემის შედეგია პირდაპირ :)) ოღონდ ეგ ,,რ-ამის,, მართებული ფორმაა? რატომღაც სულ მეგონა რომ ,,ლ,, უნდა იყოს :)
3. :)))))))))))))))))))))))))))))))) აღწერა ისეთი იყო გუსტავ კლიმტის შედევრი "კოცნა" გამახსენდა :)))))))))
http://www.klimt.com/en/gallery/women.html :)))))))))))))))))))))))))))))))) აღწერა ისეთი იყო გუსტავ კლიმტის შედევრი "კოცნა" გამახსენდა :)))))))))
http://www.klimt.com/en/gallery/women.html
2. :-) რა კარგია :-) რა კარგია
1. შედევრს გადაყრიხარ, აშკარად :)
შედევრს გადაყრიხარ, აშკარად :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|