ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ციცინო
ჟანრი: პოეზია
14 ოქტომბერი, 2013


გიშვებ

გიშვებ...
გავუძლებ სიჩუმის ხარხარს,
გარეთ ქარია და ჩვეულებრივ,
როგორც სჩვევია,
შლეიფი დასთრევს
და ნასახლართა ქვის სხეულები,
ბინდში მოჰგვანან ჩაძირულ გემებს,
აქვთ ჩვეულება იდგნენ და სწამდეთ,
რომ ვიღაც ერთხელ მათთანაც მივა,
ქვის გულებიდან ობიან დარდებს ჩამოაცილებს...
მე გიშვებ, რადგან
გიძნელდები და გზაც გირთულდება,
მტკივა ეგ მზერა, შენი დუმილი,
შენი სიმშვიდე და ერთგულება...
არ მემეტები...
და გიშვებ მაინც...
და უფსკრულების ნესტიან ფსკერზე,
იღვიძებს ღამე
და ობოლ მთვარეს
ავგაროზივით იკიდებს ყელზე!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები