 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია 16 ოქტომბერი, 2013 |
ვიცი ძმაო
ვიცი ძმაო, ყველა ლექსი დამიბერდა, გამიხუნდა ის, რაც დღემდე ხელით ვძერწე, ძველი ტიკი ახალ ღვინოს ვერ იტევს და მე გავუძლებ დამაჭრებულ ამდენ ლექსებს?!
ჩემი ნაძვიც დაბერდა და ცისკენ იწევს, ჩავლილ დღეებს ხმიადივით ქარში ვიყოფთ, დღეს ვდგავარ და კალმის წვერით ვაძრობ ხიწვებს, ამოჩორკნილ და კორძიან ბებერ სტრიქონს...
არ გეგონოთ პოეტობის მსურს ალიბი, ან ზეცისკენ გამახედოს ყველა კიბემ, ვაკაკუნებ და ბებერი დურგალივით ფანჯრის ნაცვლად აივნებზე ლექსებს ვკიდებ...
ვიცი ძმაო, ყველა ლექსი დამიბერდა, გამიხუნდა ის, რაც დღემდე ხელით ვძერწე, ძველი ტიკი ახალ ღვინოს ვერ იტევს და მე გავუძლებ დამაჭრებულ ამდენ ლექსებს?!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. შეუდარებელი ხართ ბ-ნო სოსო ,როგორც ყოველთვის!
5+++ შეუდარებელი ხართ ბ-ნო სოსო ,როგორც ყოველთვის!
5+++
9. ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
8. გაუძლებ, გაუძლებ! სიბერეში , მუზა უფრო დაგიტკბება! გაუძლებ, გაუძლებ! სიბერეში , მუზა უფრო დაგიტკბება!
7. ძველ ტიკში ახალ ღვინოს თუ არ ასხამენ, ბებერი ხარის რქაც ხომ ხნავს? 5! ძველ ტიკში ახალ ღვინოს თუ არ ასხამენ, ბებერი ხარის რქაც ხომ ხნავს? 5!
6. მომეწონა, წარმატებები! მეც იგივე გრძნობები მიჩნდება. +++ მომეწონა, წარმატებები! მეც იგივე გრძნობები მიჩნდება. +++
3. მოგიკითხე ნადირო (+5)
მოგიკითხე ნადირო (+5)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|