ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი ხარაიშვილი
ჟანრი: პოეზია
26 ოქტომბერი, 2013


ვარდისფერი სათვალით

წავიდნენ დღეები, როგორც შორეული სტუმარი
დიდხანს შემორჩება და მერე სევდით რომ გაუშვებ...
უკანა ფანჯრიდან ხეებს ვერაფერი ვუთხარით
სწრაფად გავქანდით და მათთვის პასუხიც გვეხამუშა...

შევახტი მომავალს, როგორც გზად მიმავალ ვაგონებს
სად მიდის არ კითხავ ერთი ლიანდაგის იმედით...
მაინც ყველა ქუჩა წარსულის ბილიკებს მაგონებს
და მაინტერესებს - შენ რომელ სადგურთან მიხვედი?!

ალბათ გაგახსენა რამემ შენც ნახევარკუნძული,
სამ მხრივ ზღვა გაკრავდი, შენ მაინც მეოთხე არჩიე.
ახლა ქალაქია უჩვენოდ, ნახე, აბურძგნული,
წუხანდელ ნამტირალს ქართლს დედა უკერავს არშიებს...

მალე დაამშვიდებს, უკვე თვრამეტთვალა მზე მღერის,
ვარდისფერ სათვალეს სიზმარი ბალიშთან გვიტოვებს
მე და შენ და მალე ვინ იცის გახდება მეჩხერი
ეს გულის ხაზები (თავის თავს მე მგონი თვითონ ვნებს)...

როგორც ეოლოსმა შენს ნავს ზურგის ქარი დავბერე
(ან რას ვიფიქრებდი... გული ამას როგორ არჩევდა...)
მალე მიმოვფანტავ ერთ გუნდად დაგროვილ ნამქერებს,
თორემ გავფუჭდი და ზურგს უკან ოცნება დამჩემდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები