ნაცრისფერი, გაცრეცილი დღე.. წვიმის წვეთებით სულამღვრეული მიწა... შემოდგომის სულშემხუთავი სურნელი.. მრავალფეროვანი ერთფეროვნება.. უსასრულო ქუჩები.. უემოციო ხალხი...ცივი, გამყინავი ამინდი, სხეულთან ერთად სულსაც რომ გიყინავს...... ჩვენ კი-ფერადები, გაყინულები და მაინც თბილები... ხელჩაკიდებულები.... მარადიულ არყოფნას წამიერი ყოფნით რომ ვახრჩობთ... ცაც ისეთი მოღუშულია, ახედვის სურვილს გიკარგავს......... მიდიხარ უსასრულოდ......მის თბილ ხელს მინდობილი, ცდილობ გაექცე ავად მომზირალ ღრუბლებს, სიცოცხლე დაკარგულ ფოთლებს, ბოღმით სახეალეწილ საზოგადოებას.... წამიერად აღწევ კიდეც თავს.......ბედნიერების 196 წუთი......................მერე? მერე ისევ ერთფეროვნება და....უსასრულობის 1 209 600 წამი....... ისევ ცვივა ფოთლები, შეიძლება ახლა უფრო მეტადაც, ახლა კიდევ უფრო ეციება, უფრო შეაღწევს სიცივე ძვალ-რბილში.. შენ კი, მხოლოდ ხელისგულებიღა შეგრჩება თბილი, რომელიც მთელ სულს ათბობს... მერე ისევ აუყვები უკან ქუჩას... 2 მატარებელს გაუშვებ, როგორც ყოველთვის, იმ მიზეზით, რომ ზედმეტად ბევრი ხალხია...გინდა, მესამე აღარ მოვიდეს.........მაინც მოდის..............და ყველა იმედი უკანმოუხედავად მიაქვს....შენც მიჰყავხარ მათთან ერთად........... მერე?.........მერე ისევ წვიმა, უფრო გააფთრებული ცა, უფრო დაუნდობელი ღრუბლები... აღარ ერიდები გუბეებს...აღარც მანქანებს.. ხალხს... ისევ ისმის ყურსასმენებში "Sky Blue"...აიხედავ... ცის ნაგლეჯიც კი არ ჩანს, ცოტა იმედი მაინც რომ დაგისახოს.. არა! თითქოს პირი შეუკრავთ ღრუბლებს..... ხმალ-აბჯრიანები წინ გეღობებიან, წვიმის წვეთებით გიტევენ... მედგრად იცავენ სადღაც მიმალულ ცას....... მზე ისევ უდარდელად იბანს პირს.......მე კი, მზის ნაბანით გაწუწულ-გაწუნწკლული ძლივს ვპოულობ ჩემს ადგილს... უამრავი ფიქრით სულშეძრული ფანჯარას ვაღებ... იქიდან შემოჭრილი ქარი მისუსხავს სახეს...მიკაწრავს.... გვერდით კი, აღარავინ მყავს, თბილი ხელებით რომ გამათბოს......... გაწვიმებულიც არ იყო ჯერ, წამოსვლისას რომ მკითხე, მიყვარდი თუ არა... მე გაგიღიმე და გავიფიქრე.... რომ ჟანგბადით უბრალოდ ცოცხლობდნენ... მაინც არაფერი მითქვამს.....შენც გამიღიმე და ისევ შენვე გამეცი პასუხი.. -მეც! .................................................გაწვიმდა! ისევ სულმოუთქმელად, ისევ გულსაკლავად......... ისევ ცვივა ფოთლები დაღარულ მიწაზე........... .........ისევ სიცივე ბობოქრობს სულში................ ისევ ერთფეროვნებაა გამეფებული ყველგან............................... ..ისევ სუნთქავს ჰაერი ჩვენით...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. სიყვარულს გილოცავ ! : ) სიყვარულს გილოცავ ! : )
3. აბსოლუტურად ზუსტი კომენტარია ჰარალესი აბსოლუტურად ზუსტი კომენტარია ჰარალესი
2. ჰარალე, კარგად გაგიგია, რას ერჩი:) ჰო. ერთს ეძღვნება.. მადლობა, რომ წაიკითხე. ჰარალე, კარგად გაგიგია, რას ერჩი:) ჰო. ერთს ეძღვნება.. მადლობა, რომ წაიკითხე.
1. მგონი იმ კატეგორიას მიეკუთვნება ეს ნაწერი, ერთს რომ მიმართავ და რასაც ეუბნები, შენ და მან რომ იცით მხოლოდ. მე მხოლოდ იმას მივხვდი( მივხვდი კი?) ორ კვირაში ერთხელ რომ ეძლევათ, ერთად ყოფნით დატკბობის საშუალება,ისიც, სულ რაღაც სამი საათით და ოდნავ მეტით. ამიტომ რა ვთქვა? მგონი იმ კატეგორიას მიეკუთვნება ეს ნაწერი, ერთს რომ მიმართავ და რასაც ეუბნები, შენ და მან რომ იცით მხოლოდ. მე მხოლოდ იმას მივხვდი( მივხვდი კი?) ორ კვირაში ერთხელ რომ ეძლევათ, ერთად ყოფნით დატკბობის საშუალება,ისიც, სულ რაღაც სამი საათით და ოდნავ მეტით. ამიტომ რა ვთქვა?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|