ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალალო
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2013


ჩემი სულის ციცინათელას

რადგან შენს ღიმილს, შენს ხმას,შენს სხივებს
ხარბად ვეწაფვი,ვერ ვსაკმარისობ,
რადგან ღრუბელსაც კი მიმზისსხივებ,
რადგან მთვარე ხარ ცის კამარისო,

რადგან შენს მიღმა სინორჩეს ვხედავ,
განცდას განვიცდი რაღაც ჩინებულს,
სიცოცხლე მიდუღს როცა ჩავხედავ
სითბოს შენს სულში აბიბინებულს,

რადგანაც შენით ფერები ჩნდება
ზოგჯერ ფერნაკლულ, შუქმიმქრალ გულზე,
მანვე დაასკვნა–შენზე გიჟდება
შენს ბარხატოვან, თოთო სხეულზე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები