ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაია დიაკონიძე
ჟანრი: პოეზია
12 ნოემბერი, 2013


აღარ გსურს ძილი

მაგ ცხელ სხეულში ჩაიფსკვნება ლურჯი ვენები,
ტკივილიც თითქოს რიტმულია დიდი ხანია,
იძინებ, დგები, არ გეშვება, აღარ გპატიობს,
იმასაც ნანობ, ცხოვრებაში რაც გაპატია.
მთვარეს შეჰყურებ, როგორც მცურავს, შხამს ანთხევს მხოლოდ,
წვეთ-წვეთობით რომ შედის სისხლში, გიბინდავს თვალებს,
აღარ გსურს ძილი, გირჩევნია ტკივილით მოკვდე,
ჩამოიშორო ის ლაქები, ჭუჭყად რომ გადევს.
ადნები საწოლს, იღვენთები როგორც სანთელი,
არ გიყუჩდება სიზმარშიაც, გღალატობს გონი,
ასობით კითხვას დაუსმელსა და დასმულს ხშირად,
ლურსმნებივით რომ ჩაგრჭობია და ტვინს გიხვრიტავს,
ეჯაჯგურები, ხორცს აყოლებ, ხანდახან სულსაც,
ქანცგაწყვეტილი დაიძრობ და გაჰყვები ნაპირს,
რომელსაც ალბათ არ მიჰყავხარ, ვგონებ, არსაით,
თუმცა ხომ ცდილობ და იმედიც თანა გდევს მაინც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები