ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაინი
ჟანრი: პოეზია
15 ნოემბერი, 2013


წვიმს....

წვიმს...
მიყვარს წვიმა,
მივყვები ბილიკს,.
ქოლგებში ხალხის სახეები სულ აღარ მოჩანს,
ანცად მოდიან ციდან წვეთები
და... თითქოს ბავშური სიცელქე იპყრობთ.
და იშლებიან ... როგორც ფიქრები...
მე მიუყვები ჩემს სახლის ქუჩას
და არ მაშინებს წვიმის წვეთები...
სარკმლიდან დედის თვალები მიპყრობს
.... მე აღარ მცივა
ჩემთვის უკვე აღარ წვიმს თითქოს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები