გააპრილდა, სოფლად უფრო გააპრილდა, დამავიწყდა ეზო ჩემი, ღმერთო, როგორ დამავიწყდა?! მენატრება ღობის ძირას წყვილად ამოსული ია, სიერთგულე ჩემი ძაღლის შეგებება კარის პირთან, შორს წავიდა თითქოს ის გზა, სიყვარული გავდე ხიდად, დამიჯერე სოფლის მიწავ, შენთან მინდა, შენთან მინდა.