ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაინი
ჟანრი: პოეზია
18 ნოემბერი, 2013


მიტოვებული

ქუჩაში პატარა,უმწეო გოგონა
ქარში და სუსხში ზის მარტო,
ქარმა დაუკოცნა შიშველი ხელები...
მის თვალებს იმედი ართობს....

გამოხეულ და დაფლეთილ შალში
იმალავს შიშველ ფეხებს...
პატარა,..უმწეო..თეთრი ხელებით
ყველა გამვლელს სთხოვს ნუგეშს...

დედამ მიატოვა,ქუჩას უსახსოვრა
მისი ღიმილი წმინდა...
მისი ლამაზი,ტკბილი სიტყვები
,,დედა, მიშველე...მცივა,,..

ქუჩაში პატარა,უმწეო გოგონა
ქარში და სუსხში ზის მარტო....
ღმერთო!!!აუხდინე ყველა ოცნებები,
რომელიც მის ცრემლებს ათბობს....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები