ანატომია
გადაჭიმე ჩემი სული შენს პალიტრაზე, ყოფის შხამ-თაფლში ჩაწებულ ყალმით რომ ხატავ. გადამფრენი ჩიტებივით მიგვატოვა ყველა ფრთოსანმა. ბაღლინჯოები გვისხედან ირგვლივ, თითო ისარს არავინ დაგვამადლის ავტოგრაფად სარკეზე გულის. აუხდენელი სურვილები ვერ უძლებენ ყინვიან ქარებს, როგორც ლტოლვილი, უსასოო ბავშვები ღამით, ჭუბერის გზაზე შეყენებული. დრო მარბიელი სულ ნაწილ-ნაწილ აქუცმაცებს ლოდინის წამებს, სუნთქვას რომ იკრავს დავიწროებულ საყელოსავით. სქესთა ბრძოლა კორიდაზე გასულ მორკინალთა შეჭიდებაზე მწვავეა უფრო. მინდა ჩაგისუნთქო, რომ მერე ვეღარ დასხლტე ჩემი სუნთქვიდან. მინდა, შენი სისათუთე დავფლა ჩემს ძვლებში, შიშით იმისი, მერე ყვავილად არ ამოიყარო, უმალ ვინმემ არ შეგაწყვიტოს. შენს სალუქ წელზე, ნეკნები რომ მიიწევს მაღლა, ისე მაღლდება ჩემი სუნთქვის ამპლიტუდები. რადგან ქალი ხარ, შენგან ყოველი უარყოფით ჩემი ვნებებზე გამარჯვება შენს აუღებელ ციხეებზე ალამდაშვებულ დამარცხებად მიქციე უმალ. ახლა შორსა ვარ, მირიადი კოლომეტრით დასახლებულ სხვა პლანეტაზე. კომეტების ესკორტით ჩამოვაზავთებ, ჩემი ტვინის თხემიდან გულამდე, გულიდან ფეხის თითებამდე, ჩემი სხეულის ანატომიით აყმუვლებულ უშენობას!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. "ჩემი ვნებებზე გამარჯვება შენს აუღებელ ციხეებზე ალამდაშვებულ დამარცხებად მიქციე უმალ."
შინაარსი, ფორმა და მიღებული ემოციაც ერთ დიდ მთლიანობას ქმნის. 5! "ჩემი ვნებებზე გამარჯვება შენს აუღებელ ციხეებზე ალამდაშვებულ დამარცხებად მიქციე უმალ."
შინაარსი, ფორმა და მიღებული ემოციაც ერთ დიდ მთლიანობას ქმნის. 5!
6. ისეთი შეგრძნება დამრჩა, თითქოს წერისას, რაღაც საზომი ეჭირა ხელში ავტორს,მეტ-ნაკლები არაფერი რომ მოსვლოდა. 5! ისეთი შეგრძნება დამრჩა, თითქოს წერისას, რაღაც საზომი ეჭირა ხელში ავტორს,მეტ-ნაკლები არაფერი რომ მოსვლოდა. 5!
5. კარგია ბატონო დავით :) კარგია ბატონო დავით :)
4. გილოცავთ და წარმატებები. +++ გილოცავთ და წარმატებები. +++
3. ავტორი: დავით შემოქმედელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
22 ნოემბერი, 2013 ავტორი: დავით შემოქმედელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
22 ნოემბერი, 2013
2. ძალიან, ძალიან მომწონს თქვენი შემოქმედება! ძალიან, ძალიან მომწონს თქვენი შემოქმედება!
1. უფ, კარგი იყო, თხემიდან ტერფამდე. ისეთი ლექსია, აი ავტორის წაკითხულის მოსმენა საშინლად რომ მოგინდება.... უფ, კარგი იყო, თხემიდან ტერფამდე. ისეთი ლექსია, აი ავტორის წაკითხულის მოსმენა საშინლად რომ მოგინდება....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|