მე ვარ მფრინავი, როგორც მარიო ფეხზე მაქვს გამობმული თოკი, ხელში გიჭირავს, არ უშვებ, გგონივარ ფრანი და გშურს ჩემი, მეცემა მეხი, ვეცემი მიწაზე, ელექტრო-იმპულსებს გადავცემ მიწას, როგორც ნეირონები გადასცემენ სიგნალებს სხეულში, რომ ააფარონ ხელები სახეს ავტოკატასტროფისას, რომ ჩაისვარონ შარვალში დახვრეტის წინ, სასწაულია ჩემი ბუნება, მე ვარ ჩუმი ჰერმაფროდიტი, და ღამღამობით დავხტივარ სახურავიდან სახურავზე, როგორც სუპერ მარიო, თითო ბინაში მელოდება თითო პრინცესა, ყველა მათგანი მაყნოსინებს ქერა ვაგინას, თავზე მადგამენ აყროლებულ დედოფლის გვირგვინს, მე მიხარია და დავფრინავ, როგორც მარიო, შენ კი არასდროს უშვებ ხელს ჩემ ფეხზე გამობმულ თოკს, ჩვენს შორის ხშირად იცვლება დახრის კუთხე, თუმცა დისტანცია უცვლელია, მინდა მოვიდე შენამდე, ან თუნდაც წავიდე, უკვე დაგისკდა ხელისგულები, ჩირქი და სისხლი ერთდროულად გდის ყვითელი ბუშტებიდან, როგორ გვანან მზეებს, შენი ტკივილიც მოექცა კალაპოტში და ეს პოზაც ნორმა გახდა, მეც მეშინია ცვლილებების, გთხოვ, არ გამიშვა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. დენდის მარიო. დენდის მარიო.
4. მარიო კონტექსტიდან ამოვარდნილია და მეზედმეტება. ისე კარგია და წარმატებები++ მარიო კონტექსტიდან ამოვარდნილია და მეზედმეტება. ისე კარგია და წარმატებები++
3. ეგ ერთიც ვერ გაგიგია სამწუხაროდ თემურ. მარიო ფილმიდან არაა. კი ორიგინალურობის მცდელობაანამდვილად, მეტი არაფერი. ეგ ერთიც ვერ გაგიგია სამწუხაროდ თემურ. მარიო ფილმიდან არაა. კი ორიგინალურობის მცდელობაანამდვილად, მეტი არაფერი.
2. "მეც მეშინია ცვლილებების, გთხოვ, არ გამიშვა..." ++
ავტორს ალბათ ყველაზე უკეთ მოეხსენება(რადგან ასეთი ლექსი დაწერა), რომ აქ კომენტარების ნაკლებობა იქნება.
მე მომეწონა! მარიო კი ვერ მოვუხდინე, მაგრამ ეგ არაფერი, დღეს მარიოა ლექსში, ხვალ სხვა რამ იქნება, მთავარია ცდილობ იყო განსხვავებული და არ გეშინია.
წარმატებები! "მეც მეშინია ცვლილებების, გთხოვ, არ გამიშვა..." ++
ავტორს ალბათ ყველაზე უკეთ მოეხსენება(რადგან ასეთი ლექსი დაწერა), რომ აქ კომენტარების ნაკლებობა იქნება.
მე მომეწონა! მარიო კი ვერ მოვუხდინე, მაგრამ ეგ არაფერი, დღეს მარიოა ლექსში, ხვალ სხვა რამ იქნება, მთავარია ცდილობ იყო განსხვავებული და არ გეშინია.
წარმატებები!
1. ერთი ის გავიგე, რომ მარიო ფილმიდანაა. ჩემთვის რთულია. წარმატებები. ერთი ის გავიგე, რომ მარიო ფილმიდანაა. ჩემთვის რთულია. წარმატებები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|