 | ავტორი: აპარმიჟ- ჟანრი: პოეზია 26 ნოემბერი, 2013 |
მოვასწრო ოღონდ: ჩავცალო ჭიქა და საფინალო ნოტი ავიღო, რომ ჩავიფერფლო, რადგანაც იქ ვარ, სადაც ვერ ვხედავ ნათელ ალიონს,
მხოლოდ აზრებმა ხმას მოუხშირა: ხმა - სართულების, შენა გგავს (ცხრავე), სულ ყველა შენზე - როგორც ფილმშია: ტლუ მსახიობი, სცენარიც - მდარე...
ოღონდ ეს უკვე აღარც მადარდებს, გადავაბიჯე საზღვარს აფექტის; გადავაბიჯე ღია დარაბებს, - ნუ გამაჩერებ, შენ ხომ არ მეტრფი?
ხედავ: მივფრინავ, ხომ ხედავ, არა? ვითვლი სართულებს, ვცდები სართულებს: ეს სიცოცხლეა, მე რომ მევალა და ფრთაგაშლილი ვალს აღვასრულებ.
მხედავ, გაფრენილს, სართულებს - დაბლა: ეს სიცოცხლეა ჩემი და გჩუქნი! სხვა რა ვისურვო? აენთე ალად და ალიონის იყავი შუქი.
მე კი ვერ ვხედავ უკვე შენს სახეს, თუმცა უმატებს აზრების ხმა ტონს, ხმა - სართულების - შენა გგავს (ცხრავე), ის კი, თავის მხრივ სარკმელში ნახტომს;
დიდ ჰაერის ყლუპს, სხეულში ძაბვას, თუმცა შენ სულაც ეს არ გადარდებს, რომ აფექტური ფრინველებს ვბაძავ და ფრთაგაშლილი ვცდები დარაბებს.
ხელს ნუ გამიშვებ, ვარდნა არ მინდა, განა ვერ ხედავ ჩემს ამ გაფრენას?.. დაბლა სართულებს, წყებად - ცხრა რიგად: ეს, სიცოცხლეა ჩემი - ამხელა,
რომელიც მინდა, რომ არ დასრულდეს, ვით საფინალო ნოტი - რაიმე. მივფრინავ დაბლა, ვითვლი სართულებს ჩემი სიცოცხლის: გჩუქნი, აიღე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|