ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნნნნ
ჟანრი: პოეზია
26 ნოემბერი, 2013


ვიცეკვოთ ცაში

ვიცეკვოთ ერთად. ტანგოს ჰანგზე,ვიცეკვოთ ცაში...
ცეკვა ღრუბლებთან სიყვარულზე მოგვითხრობს ამბავს.
ამბავს,ლეგენდას რომ ჩამოგავს მუსიკის ხმაში
და მოლოდინის ლამაზ ზღაპარს ცეკვაში ქარგავს.
ცა სიყვარულით,უცნაურად შეგმოსავს ჩუმად.
ნაზი ამბორით დაგისველებს ვნებიან თვალებს
და თუ ფიქრები  ცეკვის გარდა,ზეცაზეც დუმან
მოგონებები წარსულშიაც მისდევდნენ ქარებს.
ამ მოლოდინში როიალი დაუკრავს რიდით.
გაზაფხულს ცრემლით მოგილოცავს გრძნობების შეკვრა.
ლამაზ სევდაში ჩაკარგული შეგხვდება ფიქრი
დუელში ჩუმად გამოგიწვევს ღრუბლების ცეკვა.
ცის სავარძელზე ჩამომჯდარი,შეგხედავ კრძალვით.
ლურჯი ფიქრებით შეგაპარებ სურვილს ცეკვისას.
მოგონებებში გავფრინდები ოცნების ქალი
და ცას ცეკვისთვის შევპირდები გრძნობას,შეგირდად.
ვიცეკვოთ ერთად. მონატრებით, ვიცეკვოთ ცაში.
ცეკვა ღრუბლების  გამოიწვევს ვარსკვლავთა წვიმას.
წვიმა,მუსიკას შეეწყობა  ფიქრთა ავდარში
და ერთმანეთთან ორი გულის ოცნება მივა.


                                                  / ნინო მაჭავარიანი/

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები