ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მთიულ-ი
ჟანრი: პოეზია
28 ნოემბერი, 2013


მიყვარს ჩემი სოფლის გოჯი მიწა

აიმ მთების იქით ნისლი მიყვარს,
ცაზე ღრუბლისფერად გადაკრული,
ღამით შებინდების ფერი მიყვარს,
მთვარე ვარსკვლავებით დახუნძლული.

გაზაფხულს თბილი წვიმის გრილი მიყვარს,
ენძელა თოვლში ნაზად ამოსული,
მერცხლის ჭიკჭიკი სულს ეამება,
ბუნებაც ათასფერად აკოკრილი.
ზაფხულს სოფლის შარას ბალღას ცქერა,
გოგოს დასირცხული წამწამები,
რაღაც უჩვეულო ღიმილს ჰგვრიდათ
მოხუცთ - მათი მზერის დამნახველნი.
იქნებ გაახსენდათ ჯეელობა
წარსულს აუშლია საღერღელი,
მალვით სიყვრულში უტყდებოდა
პაპა ყმაწვილური შემართებით.
აწმყოს დაუფარავს წლების მზერა,
ბები შენს ნაოჭებს გეფიცები,
მიყვარს შენი ქოხის თბილი კერა,
თონეს გამომცხვარი ნაზუქებიც.
ვაზებს დაუვლიდი პაპი ისევ
ყურძენს დაწურავდი შემოდგომით
პაპი მენატრება შენთან ყოფნა,
ბადაგს რომ მასმევდი შენი ხელით.
პაპი შენს საფლავის მიწას ვფიცავ,
შენს ფუძეს, შენს ნაოფლარს ვუფრთხილდები,
შენ ვაზის ნაყოფით იქ დაგლოცავ,
ღვთის მადლმა არ მოგაკლოს შენ ნათელი.
მიყვარს ჩემი სოფლის გოჯი მიწა,
გაზაფხულს აკოკრილი ხის ტოტები,
გლეხის გადაღლილი სახე მიყვარს,
უბრალო სიყვარულით ნამშვენები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები