 | ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული 29 ნოემბერი, 2013 |
წინათქმა: რა არის სიყვარული?... ჰკითხა ზაფხულის ერთ თბილ საღამოს მაზოხისტმა სადისტს. "რა და სრული ურთიერთგაგება!..." უპასუხა მან და ნაზად მოაჭამა მარცხენა ყური......... (ს.ნ. Copyright ©)
1.) როგორ გავიცანი:
ჩემთვის ჩუმად მივდიოდი რუსთაველზე, ქროდა ქარი..... ხმელი ფოთლები ჰაერში ტრიალებდა, ამ დროს ის დავინახე!... ნაყინს ჭამდა და მოზუზნული ტუჩებით ვამპირს მაგონებდა, როცა მოახლოვდა, მე მას სალფეთქი მივაწოდე, მან კი მიყვირა შე უზრდელო, რეებს კადრულობ!...
2.) როგორ შემიყვარდა:
კინოში ვიჯექით, მაშინ ვიგრძენი პირველი ბიძგი ,მერე ხალხი წამოიშალა , ყველა ისტერიულად ყვიროდა : მიწისძვრა....! მიწისძვრა!.... ჩვენ კი არ გავნძრეულვართ მაშინაც კი, როცა ჭერის ნაწილი ჩამოინგრა და ჰაერში დამწვრის სუნი დატრიალდა, მე მას შევხედე და მივხვდი რომ მიყვარდა.....
3.) როგორ დავცილდით :
ახლა სულ მალე მოვა ყვითელი ავტობუსი, მე ავალ და ხელს დაგიქნევ, ავტობუსი დაიძრება, შენ კი გაჩერებაზე დარჩები!... მერე როცა ავტობუსი სიჩქარეს აკრიფავს, შენ ჩამოჯდები მუხლმოკვეთილი ცივ პლასტმასის სკამზე და უაზროდ შეხედავ ცას...... მე კი კონტროლიორს....
4.) სარეკლამო პაუზა:
გუშინ მაგარი მოსაწევი ავაგდეთ უბანში და მერე წავედით სანადიროდ რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტყეში, დიდხანს ვიყავით ჩასაფრებული მაგრამ ერთი თბილისელიც ვერ მოვკალით ,ეტყობა გადაშენდენ .... მერე თევზაობა ვცადეთ და ერთი სუუუუულ პატარა ტივი დავიჭირეთ მტკვარზე......
5.) ერთობლივი ცხოვრების ეპიზოდები:
მიყვარხარ!.... თქვა მან.
მიყვარხარ.....ვთქვი მე.
6.) ტრაგედიის ვარიაციები:
...კაი მე გავგიჟდი და გაგაგდე ,შენ რატომ არ დაბრუნდი?... 20 წელი გავიდა უკვე ....ეხლა შემთხვევით გნახე და გიცანი , წამო სახლში, რაც შენ წახვედი არავის გამოუგვია , ისეთი სიბინძურეა ტარაკნებს წვერი ამოუვიდათ, ბუზებმა მუტაცია განიცადეს და აეროდრომი ააშენეს .....იმდენი ნაგავი დაგროვდა ფეხი მოვიტეხე!...
7.) ტანჯვა:
სახლში მეტროთი დავბრუნდი, ქარი ქროდა, სარეკლამო ბანერები საზარლად ჭრაჭუნობდა, მივედი და ეგრევე დავწექი....
8.) თხოვნები:
....(მე---მას) თუ არ დაბრუნდები, ფანჯრიდან გადავხტები .... და იცი რა მაღალ სართულზე ვცხოვრობ?.... იქიდან ტელეფონი რომ გადმომივარდა, როცა დაეცა ძირს, უკვე მოდაში აღარ იყო ...
....(ის---მე ) კარგი ეგრე იყოს, თანახმა ვარ, შეგირიგდები,ოღონდ შენც მაპატიე რომ ფეხები მოგამტვრიე იმ ზაფხულს, აი მაშინ, რომ გახრჩობდი ხოლმე და ისევ სახლში მოდიოდი, მერე მაშინებდი ღამე...
9.) დაბრუნება:
....რამდენი გეძებე და შენ თურმე სად ყოფილხარ?.. რა გინდა სახურავზე ?.. ავტობუსს ელოდები ?! არა, ეხლა გვიანია , აღარ მოვა!... წამო ძვირფასო დავიძინოთ.. არააააა! არ გინდა! არ გადახვიდე იქით გაჩერებაზე ! ო ღმერთო არ გადახტეეეეე!... იდიოტი ხარ და იდიოტურად კვდები....
10) P.S....წავედი ეხლა და ბევრი არ იცეკვოთ, სახლი ავარიულია ,ხმამაღლა არ იმღეროთ, გვერდზე ვიღაც მოკვდა.... არც ბევრი დალიოთ, ხვალ ორშაბათია, აბა ისიამოვნეთ!....
ს.ნ.2013.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 2 ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 2
8. კარგებია , ერთმანეთზე უკეთესები, მეც მქონდა შემთხვევა სალფეთქი მივაწოდე და , დიდი მადლობა გადამიხადა, ასე გავიცანი ერთიც კარგი ადამიანი. კარგებია , ერთმანეთზე უკეთესები, მეც მქონდა შემთხვევა სალფეთქი მივაწოდე და , დიდი მადლობა გადამიხადა, ასე გავიცანი ერთიც კარგი ადამიანი.
6. წინათქმა: რა არის სიყვარული?... ჰკითხა ზაფხულის ერთ თბილ საღამოს მაზოხისტმა სადისტს. "რა და სრული ურთიერთგაგება!..." უპასუხა მან და ნაზად მოაჭამა მარცხენა ყური......... (ს.ნ. Copyright ©)
ვაი სერგი:D:D:D:მოგიკითხა არტემ+++ წინათქმა: რა არის სიყვარული?... ჰკითხა ზაფხულის ერთ თბილ საღამოს მაზოხისტმა სადისტს. "რა და სრული ურთიერთგაგება!..." უპასუხა მან და ნაზად მოაჭამა მარცხენა ყური......... (ს.ნ. Copyright ©)
ვაი სერგი:D:D:D:მოგიკითხა არტემ+++
5. და იცი რა მაღალ სართულზე ვცხოვრობ?.... იქიდან ტელეფონი რომ გადმომივარდა, როცა დაეცა ძირს, უკვე მოდაში აღარ იყო ... ++ :) და იცი რა მაღალ სართულზე ვცხოვრობ?.... იქიდან ტელეფონი რომ გადმომივარდა, როცა დაეცა ძირს, უკვე მოდაში აღარ იყო ... ++ :)
4. :( რა მძიმე ამბავია აქ, ხითხითით გადმოცემული. :( რა მძიმე ამბავია აქ, ხითხითით გადმოცემული.
3. ფორმაში ხარ! ფორმაში ხარ!
2. ვახ რა მაგარიააააა. ამას ქვია განსხვავებული ხელწერა. რატომ არის ასე ცოტა კომენტარი აქ?
აწი ამ გვერდის ხშირი სტუმარი ვიქნები :)++++++ ვახ რა მაგარიააააა. ამას ქვია განსხვავებული ხელწერა. რატომ არის ასე ცოტა კომენტარი აქ?
აწი ამ გვერდის ხშირი სტუმარი ვიქნები :)++++++
1. აუ რატო ვაკომენტარებ პირველი მეეე... წაიკითხეთ რაააა :))))) (ვინც ახალ კომენტარებს ათვალიერებთ, თქვენ მაინც)
აი თავიდან ბოლომდე მომეწონა ^_^ და იცი რა მაღალ სართულზე ვცხოვრობ?.... იქიდან ტელეფონი რომ გადმომივარდა, როცა დაეცა ძირს, უკვე მოდაში აღარ იყო ...
ეს ხო საერთოდ :დ
აუ რატო ვაკომენტარებ პირველი მეეე... წაიკითხეთ რაააა :))))) (ვინც ახალ კომენტარებს ათვალიერებთ, თქვენ მაინც)
აი თავიდან ბოლომდე მომეწონა ^_^ და იცი რა მაღალ სართულზე ვცხოვრობ?.... იქიდან ტელეფონი რომ გადმომივარდა, როცა დაეცა ძირს, უკვე მოდაში აღარ იყო ...
ეს ხო საერთოდ :დ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|