ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნნნნ
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2013


გრძნობას

ვიწრო საყდარში,სადაც მარტო დავრჩი უეცრად
კარმა სიბნელეს შეამსხვრია მზერა ცდუნებით.
მერე სანთელმა  ყოფას ისე კრძალვით უმღერა...
სულის კიდობნად გადაფურცლა გრძნობის წყლულები...
დადგა ზამთარი გონიერი,ნაზი მოქიშპე
მარტოსულ ფიქრებს დაუწესა დრო არნახული...
შემოსახლებულ მონატრებას რომ არ გაცივდეს,
ნიშნობის ბეჭდად შეაბნია მან  გაზფხული.
და იმ საყდარში სადაც მარტო დავრჩი უეცრად...
სანთლის სურნელში სულიერი ფიქრებს მოვცილდი.
დროში გამჭოლი უცხოობა შემრჩა უმეცარს...
თოვლის ფიფქებთან პაემანი კრძალვით მოსილი


                                                        ნინო მაჭავარიანი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები