როდესაც ნოემბრის 20–იან რიცხვებში, შენ ზამთარს იგრძნობ და ცივ ღუმელს გახედავ– იგრძენი ეგ სითბო, რომელიც გეძახის და ნახავ, რომ ამოსუნთქვამდე დაგცხება! თუ კი თავს წაქცეულ პაიკებს ადარებ, ფარდა გადასწიე, შეხედე რა ხდება! შემოუხვევია ნაძვს მწვანე კაშნე და ატამი? ატამი საცაა გახმება სიცივით... რას იზამ, ასეა სამყარო.. მაგრამ შენ რა იცი, რა ტანჯავს ნაძვის ხეს, რომელიც კაშნეს და სიმწვანეს არ ხარობს, რომელსაც ოცნების უფლებაც არ მისცეს! ზაფხულს მომლოდინე არ ხმება ალუჩა, ატამიც ყვავილებს სატრფოსთვის ინახავს... ყველა ხეს ცხრა თვეში შვილები გაუჩნდა. ის– სათამაშოებს იშვილებს იანვარს... შენ განვლილ ნოემბერს იწუნებ მართლა და ჩივი, რომ ასეთი მკვდარი ვერ იცანი... მე კი– მოთმინების ფიალა (მათლაფაც) იმდენად ამევსო, რომ გამომიცვალეს... ადრე მეც ველოდი ნოემბერს... დღეს ვამბობ, რომ მასში ფერადი მხოლოდ ფოთლებია.. შენთან ოცნებების არის მყვირალობა, მე კი პეპლის ბადით დავსდევ მათ წლებია...
ჰო, დავსდევ, კისკისით, ზემოთ და ქვემოთ და დაე, დაილოცოს უფლის განაჩენი! გაბმული ოცნება ან რა იქნებოდა.. მე რა მექნებოდა ან აქ დასარჩენი...
ანი, რამდენიმე ადრინდელი ლექსი წავიკითხე თქვენი და ძალიან კარგებია <3 ამ ლექსში, ყველაზე მეტად ეს ნაწილი მომეწონა და კომენტარები მერე ვნახე. კარგია, "მათლაფა" რომ არ ჩაანაცვლეთ :) "შენ განვლილ ნოემბერს იწუნებ მართლა და ჩივი, რომ ასეთი მკვდარი ვერ იცანი... მე კი– მოთმინების ფიალა (მათლაფაც) იმდენად ამევსო, რომ გამომიცვალეს..." 5.

ადრე ბრძანდებით მშვენიერო დაბრძენებული, ჭკუა სიბრძნე და სილამაზე ერთდროულად გამკობთ, ნიჭიც შესაფერისი გქონიათ. ასეა, ხანდახან საქართველოსაც გაუმართლებს ხოლმე. :)

ჰმმ, ანიმ იცის, კი იცის, მაგრამ.. ეჰ რაღა დროსია ახლა ანა ლიზი თანაც ნოემბერი უკვე გასულია მთვრე ჩამომჯდარა ქვასავით ფაქიზი და ყველაფერი მხოლოდ წარსულია.

მათლაფა ხომ ფიალაზე დიდია... ამით გამოვხატე... ვერ ვხვდები რით შევცვალო... ჰო, თეო, ატმის შეცვლა ძალიან მარტივად შემიძლია, ნებისმიერი ხით, მაგრამ ატმის ყვავილები (და ალუბლის) ყველაზე მეტად მომწონს და ალუბალი არ ჯდება :)) დაე იყოს ატამი ^_^ :დ
ისეე ამ სტოფში ატამი მეე17 ხარისხოვანია, ვისთანაც ხაზი ატამზეა გასმული იმან იკითხოს, რავი :დ