ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინიცა
ჟანრი: პოეზია
1 დეკემბერი, 2013


###

ნისლი მოჯარდა მთებზე და
ღამემ ნაბადი მოიგდო,
მწყემსის ფიქრები აკვნესდა,
ტრფობის მარწუხებს რა უყოს..
ქალაქმა სატრფო მოსტაცა,
განთიადს მარტო შეჰხარის,
ზეცას-მთვარაგოგმანებულს
გრძნობების ზვირთებს უგზავნის...
დროის უღმერთო თარეში
ყმაწვილკაცობას გათელავს,
ერთ დღესაც მისი სხეული,
მთის კალთას მიებარება,
სული ნისლებად იქცევა,
დარდი - წვიმად და ცვარ-ნამად,
ცოცხალი ტრფობა ყოველ ღამ,
ზეცის თაღს აელვარდება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები