ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცამეტი 13
ჟანრი: პოეზია
8 დეკემბერი, 2013


კონკრეტულს )) *

ისე არ მიყვარხართ უწინ რომ მიყვარდით,
დღეს უფრო გრძნობებით და უფრო გამეტებით
და გთხოვთ მაპატიოთ ჩემი ახირება
რა ვქნა ძველებურად თუ არ მემეტებით.
ისევ მაპატიეთ ჩემი სინამდვილე
მე სულ ასეთი ვარ-გრძნობამომეტებით
იცით? მაპატიეთ წყენა უამრავი
წარსული მაპატიეთ ცუდი მომენტებით.
წვიმა მაპატიეთ თმა, რომ დაგისველათ,
ზრუნვა მაპატიეთ, რომელიც დაგაკელით,
ლექსი მაპატიეთ, რომ ვერ დაგიწერეთ
ნუღარ დამირჩებით ასე დანანაებით.
ბევრი უაზრობა დროით გაყვანილი,
ჩემი ხასიათის ნიშნის დამატებით.
თუ არ დაბრუნდებით მაინც დამიძახეთ
ისევ დამიძახეთ, მუდამ გამალებით.
დილა მაპატიეთ უთქვენო გათენებით,
ეს თვეც მაპატიეთ უკვე მერამდენე,
სიტყვა მაპატიეთ ჩემი ზედმეტობის,
სიშორით ნაწამები წამი მაპატიეთ.
ცხოვრება მაპატიეთ ფიქრის გახშირებით,
გულის ბაგა-ბუგი ესეც მაპატიეთ
თავი მოგაბეზრეთ უკვე თავაგდებით
ნუღარ შემიძულებთ, უბრალოდ მაპატიეთ.
და თან მაპატიეთ თქვენი გადაჩვევა,
თემა მაპატიეთ უკვე გამოლევით,
თქვენში შემოჭრა და გრძნობა მაპატიეთ
მუდამ მეყვარებით ასე... გამორჩევით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები