ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფი ანნე
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2013


*7*

გადაწვა მთვარე
ვნებით ქალაქზე,
ჟინმორეული
გვერდი იცვალა,
ურცხვად გააკრთო
მკერდის სისავსე,
გაიბადრა და
კვლავ მიიმალა.
ტანს შემოიცვა
ღრუბელი ცივი
წამოიკვნესა და
მიიცვალა.
ჩამოიცალა
დეკემბრის ღამეს,
დეკემბრის ღამეს
ჩამოიცალა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები