ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი ხარაიშვილი
ჟანრი: პოეზია
11 დეკემბერი, 2013


მეომარს

მოაბიჯებ მტკიცე, შეუპოვარი,
ხარ უდრეკი ყინვასა, თუ ტალახში,
შენს თვალებში ისახება ყოველი,
რაც ტანჯვა და ბრძოლები გაქვს ნანახი.

მოაბიჯებ, შენს ძარღვებში სისხლი დუღს,
სამშობლოსთვის სიცოცხლეს არ იშურებ,
ბრძოლა არის მუდამ შენი ცხოვრება,
შენთან ერთად ალბათ ზეცაც იქუხებს.

ხალხი მუდამ იხოცება ბრძოლაში,
ვაჟკაცის გულს ვიცი ეს არ აშინებს,
შენს ფიქრებში მუდამ საქართველოა,
უამრავი მტერი რომ არ აძინებს.

ეს გულადი, ახოვანი ყმაწვილი,
აქ რომ იბრძვის, ამ სისხლიან მდელოზე,
არ იშორებს თავის საზიდ ჯვარსა და
განუწყვეტელ ფიქრებს საქართველოზე.

                                          2006 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები