 | ავტორი: მთიულ-ი ჟანრი: პოეზია 12 დეკემბერი, 2013 |
ქსანო, ქსნის ხეველთ გულმკვიდრო, დამატკბე შენის ხიბლითა, მინდა ტალღები გიკოცნო ამაგყვე მაღლა მთებითა. ვისმინო შენი გუგუნი, გული გამითბე მკერდშია, შენს ნავალ მთა-ველს დავივლი, სულს აგიმღერებ ხევშია. ავალ მთას, ვნახავ ლოქიდურთ, ხალბეგაანს და ნათივარს, ნაქურდავალ ხიდს ჩავუვლი, სახორდაგებს, ტბებს, ჩახრიალს. მშველიურთ მთას დგა ცხვრის ფარა, მწყემსი თაქლაც ცხვარს ადგისა, მივალ, ასკვლია შამამყეფს, პატრონს ერთგული ჰყავისა. თაქლა ძაღლს გაუჯავრდების, დამისხამს ლუდსა მთისასა, დავლოცავ მთათა მწვერვალებს, ხევს, ღვთივ კურთხეულ ქსნისასა. იათასწლევე შენ ტკბილო, ცამ ნაბად გასხა თეთრადა, ქსანო, ძლიერ ხმით აქუხდი, მტრის გულს ჯავრ ადე მრავლადა. დაილოცენით ქსნის შვილნო, ღმერთმა გახაროთ ყოვლითა, ფიქრში ჩაფლულო მთის რიგო, შეგესისხლხორცეთ გრძნობითა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მომეწონა წარმატებები.++ მაგრამ აქ რომ შემოვალ მინდა უკეთესი პოეზია წავიკითხო. ისე რომ ემოციით აღვივსო:) მომეწონა წარმატებები.++ მაგრამ აქ რომ შემოვალ მინდა უკეთესი პოეზია წავიკითხო. ისე რომ ემოციით აღვივსო:)
1. მთის სურნელი მოდის! მომეწონა. მთის სურნელი მოდის! მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|