ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისიქითელი
ჟანრი: პოეზია
19 დეკემბერი, 2013


*** სიტყვებით თამაში

ზარის რეკვას აყოლილი გულისცემა, ნაბიჯები. ფიქრები და თილისმები.
თილისმები,
ფიქრის მთები. სიტყვა, გზები, მერე მთები
ოცნებები
ისევ გზები.
ზარების ხმას აყოლილ თივის ძნები,
წარმავლები. წერილები, ნა–ხატები.
და სიზმრებში აწყობილი ქარავნები.
გუშაგები.
თითქოს ძმები. ღამიანი მთვარეები, ვარსკვლავები
და მზეები
და ღრუბლები.
ისევ ნისლი წვიმიანი.
ისევ გზები, და ყანები, სიმინდები, თავთავები.
წისქვილებში წამოზრდილი ვაჟკაცები,
დამქაშები...
ჩუმად ცაში ასროლილი ქაღალდები, ფერადები. ელვა, მეხი.
ჩვენი სამი სამოსელი.
კიდობანი – შესასვლელი და გგონიათ დამთავრდება ყველაფერი.
და დღეები,
და თვეები, ისევ გზები. ოცნებები.
სიყვარულით ანთებული სახეები, ჩუმი ფრთები.
გაღმა ტაში, ყვავილებში ჩამალული ნატვრისთვალი
და რითმები,
და სიტყვები:
გერითმები როგორც შენ თვლი,
ლექსისფერი...
წუხელ ღამით ქარი თოვდა,
და მიხვდები: შენში ვთბები.
და ფიქრები,
გვიანობას ვეჯიბრებით...
და ის წლები,
ცხოვრებები, მოვლენები, ზოგჯერ ღმერთიც.
თოვლი ... – თეთრი, ფიქრში ჭრელი
მკვდარი პოეტების საზოგადოება.
ისევ გზები
მიჰქრის წლები
და ვერ ვხვდებით, ზოგჯერ ვცდებით
არ ვეწევით.
ზარების ხმას აყოლილი ქარში გხვდები.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები