ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაინი
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2013


ფიფქი

ფიფქი მოდის ციდან,
ფიფქი თეთრი...წმინდა...
და მომძახის ციდან
-,,შენთან ყოფნა მინდა.“
              მინდა გეთამაშო..
              ბევრზე ბევრი მინდა
              და სიცილით წრფელით
                რომ ავიკლოთ ქუჩა...
ფიფქი მოდის ციდან,
ფიფქი თეთრი...წმინდა...
და ბეღურებს ჩვენთან
უკვე აღარ სცივათ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები