ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცამეტი 13
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2013


უთქმელობა

ისე აკლია სამყაროს რაღაც
და ჩემშიც ისევ რითმები ბოდავს
თავაშვებული გრძნობები მკლავს და
შენი თვალები დღითიდღე მბოჭავს.
ფიქრებმა ისევ ჩამკიდა ხელი
და მარტოობის ლურჯი აფრები
ისევ აფრინდნენ ცაში ნავარდით
ის, ძველისძველი მოგონებები.
მე უთქმელობა მომკლავს იცოდე
მომკლავს და მერე თან როგორ მერჩის
თუ უთქმელობამ დაიგვიანა
შენი ღიმილი ტყვიაზე მეტი.
და დღემ ჩაიცვა ისევ თეთრები
ღამე მაჟორში უკრავს პიანოს
განთიადს ისევ მიზნისთვის ვებრძვი,
რომ შენმა წასვლამ დაიგვიანოს.
მომაპყრე ყური, გითხრა მიყვარხარ
გრძნობა სიტყვებით გაგიზიარო
თუ უთქმელობა ისევ დაგჩემდა
მერე რაღა ვქნა გავაზვიადო?!
არა, ფიქრები ისევ მერჩიან 
შენს თავს კი ისევ ყველაში ვეძებ,
ნუთუ ამქვეყნად ვეღარსად ვნახავ
სულ ცოტა მსგავსაც ან უფრო შემცვლელს.
არა, არ მინდა ასე ტკივილით
ასე ოხვრით და დარდით მიყვარდე
მე მხოლოდ მინდა ლამაზ ფერებში
თებერვლის ღამეს სიზმრად გხედავდე.
დამცდება ისევ სიტყვა გრძნობებზე
შენ კიდევ ისე უთქმელად მზრახავ
ათიათასჯერ გეტყვი მიყვარხარს,
თუ გინდა გძაგდე, გძულდე უთქმელად
აღარ დავეძებ მე შენ მიყვარხარ.
                                                                      თ.ჯალაღონია
                                                                        27/02/2012

                                                                                                                                               

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები