ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუსსა
ჟანრი: პროზა
26 დეკემბერი, 2013


- სახელივერმოვუფიქრე :/

ზამთრის სუსხიანი დღე , ნარბენი კაცის გულივით მფეთქავი , გაყინული არემარე ,  ხალხის უიმედო მზერა ,  თითქოს ყველაფერმა ხალისი დაკარგა .  ქუჩის ჩაყოლებაზე მხოლოდ ერთ სახლში არ წყდებოდა , ახალი სიცოცხლის მოლოდინით ატეხილი ჟრიამული . შემოღობილი სახლის განათებული პირველი სართული , უწყინარი ხალხის სასიამოვნო სიმღერის ხმა , უკუნითი სიბნელით გაყინულ ღამეს , საოცარ ელფერს მატებდა . აგიზგიზებულ ბუხართან ხალიჩაზე განაბული ფისო , გაკვირვებით შეცქეროდა სუფრასთან შემომსხდარ მოქეიფე ოჯახს . ყანწით ხელში ნიკო პაპა სანატრელ შვილიშვილს წინასწარ ულოცავდა ცხოვრების ეკლიან გზას  . კარის ჭრიალის ხმა გაისმა . ფისომ იგრძნო თუარა ხმა , ეშმაკური თვალებით გახედა კარიდან გამომავალ ბებიაქალს . გაყინული სახის გამომეტყველება არ უნდაყოფილიყო კარგის მომასწავებელი .  გაბრწყინებული სახით შეეგებნენ ოჯახის წევრები ბებიაქალს , სასიხარულო ამბის მოლოდინში . ქალი დუმდა . ყველა გაჩუმდა . ქალს თვალები ცრემლით აევსო , ნიკო პაპა სავარძელში ჩაეშვა და ხელები თვალებზე აიფარა .  მუხლებზე დაცემულმა მამამ , წუთიერი დუმილი დაარღვია .
–  მითხარი , რომ კარგად არიან ...  ცრემლები სახეზე მიეყინა . ქალი მიუახლოვდა ფერმკრთალ მამაკაცს და მხარზე ხელი დაადო .
–  მაპატიეთ ..  მას უნდოდა მარიამს ეცოცხლა .
მეტის თქმა საჭირო აღარ იყო , ყველაფერი ნათელი გახდა . ლიკა აღარ იყო . სიკვდილი ბოროტი თანამგზავრივით თან გვდევს, საწუთრო კი ცრუა  და ცხოვრება სავსეა ეშმაკის მახეებით, რომლებსაც ორმაგი სიკვდილი მოაქვთ ჩვენთვის. წუთისოფლის ნეტარება კი აჩრდილივით ქრება. ყველაფერი სიზმარია, როგორც ბუშტი ისე სკდება.  ყველასთვის რთული გასაცნობიერებელი იყო მისი გარდაცვალება ,  თითქოს თავზარი დაეცა ლიკას ოჯახს და მეგობრებს . ყოველთვის ბედნიერებით გამორჩეული სახლი უბედურების  მწვერვალზე იყო , ნათელი ფერები შავით შეიცვალა , სიცილი – ტირილით .  ლიკას ოთახში სიკვდილი სუფევდა . ოთახის შუაში მისვენებულ მიცვალებულთან მუხლებზე დამხობილი მეუღლე ერთი წუთით არ ტოვებდა მარტოს ცოლს . წითრონი ბაგე ცრემლით დაცვარულიყო , შეღამებულ შავ თვალებში სამი ტკივილით სავსე სიტყვა ჩაბუდებულიყო " გთხოვ ნუ მიმატოვებ " . 
მარიამისთვის ვერავინ იცლიდა . ჩვილს განსაკუთრებული მოვლა სჭირდებოდა , ოჯახს კი ეს სულიერად არ შეეძლო . დასაფლავების შემდეგ ოჯახმა გადაწყვეტილება მიიღო .
13დეკემბერი , თოვლის ფანტელებს თეთრ ქურქში შეემოსათ ქალაქი . სახლი , რომელიც რამოდენიმე დღის წინ ბედნიერებას ასხივებდა დადუმებულიყო .  გაყინულ თოვლზე მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა .  გრძელ , შავმანტოში გახვეული გიორგი გულზე იხუტებდა პატარას . მისი სიცივისგან გალურჯებული ტუჩები , ნაზად ეხებოდა მარიამის თბილი ქუდით დაფარულ შუბლს . ცივ , გადათეთრებულ ქუჩას მხოლოდ მამა–შვილის სიყვარული ათბობდა .
მანქანა  ნაცნობ შენობასთან გაჩერდა . გიორგი მარიამით ხელში შენობის კარებისკენ გაემართა .
– უკვე მოხვედით .. შემოდით .. გაისმა ქალის ხმა . გიორგი ხმას არ იღებდა . სულის ტკივილით გამოწვეული ცრემლები ახრჩობდა  . მამამ ისე დახედა მის მკლავებში განაბულ პატარას თითქოს ბოლოჯერ უყურებსო , მძინარე მარიამის ლოყაზე , გულმოკლული მამის  მცდელობის მიუხედავად შეუჩერებელმა ცრემლმა მოიკალათა . ქალის მზერა მამაშვილისკენ იყო მიმართული , ასეთი სიტუაცის შემყურე მასაც მოადგა თვალებზე ცრემლი . ოთახში სევდა სუფევდა . გიორგიმ კიდევ ერთხელ მიიკრა გულზე პატარა და ნაზად დაუკოცნა მძინარე თვალები , ისე რომ პატარა არ გაღვიძებულიყო . ქალმა ბავშვი აიყვანა .
–  გპირდებით კარგად მოვუვლით .. ნუ იდარდებთ , დარწმუნებული ვარ კეთილი გულის გოგონა გაიზრდება, აუცილებლად გაგიგებთ და გაპატიებთ . ბავშვთა სახლის კარებიდან შეშლილი სახით გამოსული მამაკაცი ,  ჩქარი ნაბიჯებით გაუყვა დათოვლილ გზას , რომელიც საყვარელი ცოლის საფლავს მიუყვებოდა . საფლავთან დამხობილი კაცი ცოლს პატიებას თხოვდა .
5 წელი გავიდა . 5 წლის განმავლობაში გიორგის ოჯახი ყოველ კვირა იგებდა მარიამის ამბებს . ბავშვთა სახლიდან ეუბნებოდნენ , რომ პატარა ძალიან ლამაზი გოგო დადგა და კარგად სწავლობდა . ამ დროის განმავლობაში გიორგის ოჯახს ვალები დაედო და სახლის გაყიდვა მოუწიათ , ახლა გიორგი მეგობართან ცხოვრობდა . ლიკას მშობლები და გიორგი ვერ ბედავდნენ ბავშვის უკან წამოყვანას . გულმოკლულ მამას ეშინოდა პატარასთვის ვერ მიეცა ის რასაც იმსახურებდა . ამიტომ ერჩივნა შორიდან ეყურებინა როგორ იზრდებოდა მისი გოგონა . ერთხელაც , როდესაც გიორგი ბავშვთა სახლის მიდამოებში წავიდა მარიამის შორიდან საყურებლად გოგონა ვერსად შეამჩნია . ერთ–ერთ ბავშვს ჩუმად დაუძახა და შეეკითხა მარიამი სად იყო .  ბავშვის პასუხმა გიორგი შეძრა . თავზარდაცემულ მამას მიტკლის ფერი დაედო იმის გაგების მერე , რომ მარიამს მშობლებმა მოაკითხეს და სახლში წაიყვანეს .  ნახევრად გარდაცვლილმა გიორგიმ ძლივს მოაბა თავი ოჯახისთვის ყველაფერი ეთქვა .
სასამართლომ , 5 წლის განმავლობაში უყურადღებობის და ახლანდელი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით გიორგის მეურნეობა წაართვეს . ოჯახში ხელმეორედ დატრიალდა ტრაგედია .
ვითარება ნელ–ნელა უარესდებოდა .
დრო არ ჩერდებოდა . წლებს წლები ემატებოდა და მარიამმა სკოლაც დაამთავრდა . ნიჭიერი და მომხიბლავი გოგონა ყველას აოცებდა . მარიამის მეორე ოჯახი ამაყობდა ასეთი შვილით . მისი არსებობა განსაკუთრებით პატარა ანას უხაროდა , რომელიც მარიამის მოყვანიდან 2წლის შემდეგ გაჩნდა ოჯახში . მშობლებს გოგონებზე მზე და მთვარე ამოდიოდათ და ჩიტის რძესაც კი არ აკლებდნენ .
ვინც ლიკას იცნობდა ან თუნდაც ნანახი ჰყავდა , მარიამის დანახვისას ალბათობა იყო , რომ ვერ მიხვედრილიყო ვინ იყო ის . 
სანამ მარიამი მის ოჯახში თავს ასე კარგად გრძნობდა და ეჭვიც კი არ ეპარებოდა მის წარმომავლობაში , გიორგის საქმე გამოსწორების გზას დადგა . მიუხედავად ყველაფერი ცუდისა , შვილის სიყვარულით სავსე მამა იმედს არ კარგავდა , რომ შვილს დაიბრუნებდა . საქმე ისე აეწყო , რომ გიორგიმ სახლი დაიბრუნა და ძალების მოკრების შემდეგ შვილის დაბრუნებას შეუდგა . იცოდა მისი სისხლი და ხორცი სხვა ქალაქში იყო , ამგრამ იმედს არ კარგავდა . დარდის გასაქარვებელი ადგილისთვის ყოველთვის გარდაცვლილი ცოლის საფლავს მიმართავდა . მესაფლავე , რომელიც თითქმის ყოველ დღე უყურებდა მის ტკივილს, გაოცებული იყო ასეთი მარადიული სიყვარულით , რომელიც სიკვდილის მერეც არ ყრიდა ფარხმალს .
სოფოს ოჯახში სუსხიანი დილა ანის ხვეწნამუდარით დაიწყო . საღამოს მარიამი მეგობრებთან ერთად პიცის გასაკეთებლად მიდიოდა და რათქმაუნდა ანასაც უნდოდა დაიკოსთან ერთად წასვლა  .  უარზე მყოფი დედა ოთახში შემოსულმა მარიამმა დაითანხმა .
მაღალი , კუპრივით შავი თმის კულულები მის სიფრიფანა მხრებს ეთამაშებოდნენ .  მრგვალი , სიცოცხლით სავსე თაფლისფერი თვალები ამშვენებდა მის ნორჩ , ბავშვურ სახეს . ლიკასავით ლამაზი იყო . თეთრ ფითქინა სახეზე , დედის ღიმილი დასთამაშებდა . ცივ ნიავს მისი კურნოსა ცხვირი მოეყინა და მოვარდისფრო კურნოსა ცხვირი კიდევ უფრო ამშვენბდა ნაცნობ და ლამაზ სახეს .
საღამომ კარგად ჩაიარა , მაგრამ სამწუხაროდ მეორე დღეს ოჯახის სიმყუდროვე ანას ტირილმა დაარღვია . 
ბადეში მოხვედრილი თევზივით მოფართხალე ანა გაუჩერებლად ტიროდა მუცლის ტკივილისგან .  სოფოს ბევრი არც უფუქრია სასწრაფოს ნიკას დაურეკა და ბავშვი საავადმყოფოში წაიყვანეს .
ექიმებმა დედა დაამშვიდეს და უთხრეს , რომ ბავშვი მოწამლული იყო . სოფო პალატიდან გამოდიოდა დერეფანში , შემთხვევით გვერდით მდგომ ქალზე ხელი მოუხვდა .
– უკაცრავად , მაპატიეთ თან ფეხმძიმედ ყოფილხართ .. ხომ არაფერი გატკინეთ ?
–  არა , ჩემო კარგო ჩემიბრალიცაა . დიახ , გოგონას ველოდები . თქვენ რატომ ხართ აქ ?
საუბრის დროს დერეფანში მარი შემოვიდა , მაგრამ არ ისურვა უფროსების ლაპარაკის შეწყვეტა და იქვე კედელთან აიტუზა ისე , რომ სოფო ვერ ხედავდა .
– მე გოგონა მყავს ცუდად .
–  ღმერთმა გამოგიჯანმრთელოთ . ერთი შვილი გყავთ ?
–  ორი გოგო .
–  მშენიერია . ცოტა შეშინებული ვარ , კონსულტაციაზე მოვედი .
– ნუ ნერვიოლობთ , თავიდან მეც ასე ვიყავი ანიზე ..
–  მეორეს გართულება არ მოყოლია ?
– თავიდან შვილი არ მყავდა და პირველი გოგონა ავიყვანე .. სანერივლო არაფერია , მერწმუნეთ ..
სოფოს მარიამის ქითინის ხმა შემოესმა , უკან შტრიალებულ დედას მუხლებზე დამხობილი ატირებული მარიამი შერჩა . სოფო მიხვდა რა დაემართა მარიამს , მაგრამ ცდილობდა პასუხი მისგან მოესმინა .
–  ეს რატომ უთხარი ?  ცრემლნარევი ხმით ძლივს რაღაცა ამოღერღა , გალურჯებულმა ბაგემ .
–  მარიამ .. ვის რა ვუთხარი ?  სოფომ იგრძნო მოახლოვებული საფრთხე და ცდილობდა თავი დაეძვრინა საიდუმლოს გამჟღავნებისგან , მაგრამ კარგად იცოდა მარიამი არ იყო ის , ვინც ასე ადვილოდ თმობდა პოზიციებს . ორი განსხვავებული შიშის მქონდე ადამიანების დუმილის ჭიდილი ნიკამ დაარღვია . თავიდან სოფო ცდილობდა ნიკას დახმარებით მარიამისთვის გონების არევას და სხვა თემაზე ლაპარაკის გადატანას , მაგრამ უშედეგოდ ..  საიდუმლო , რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ცდილობდა მისი გზა მესაკუთრეს არეოდა და ვერასდროს მიეღწია მასთან , გაურკვეველ მდგომარეობაში თვითონ მივიდა მასთან .    წლების მერე ყველაფერი გაირკვა . ანის სახლში დაბრუნების შემდეგ , მშობლებმა მარიამს ყველაფერი დაწვრილებით მოუყვეს . უთხრეს მისი დედის გარდაცვალების შესახებ , არ დაუმალიათ ისიც , რომ გიორგი ანუ მარიამის მამა იძულებული შეიქმნა მარიამი ბავშვთა სახლში ჩაებარებინა და მალევე უკან გამოეყვანა , მაგრამ შემდეგ პირობებმა ხელი ვერ შეუწყეს და შვილის გაზრდას შენობის გარედან აკვირდებოდა მანამ სანამ სოფო და ნიკა მარიამს სამუდამოდ მოაცილებდნენ იმ ადგილს . ყველაზე მეტად გოგონას გული სასამართლოს ამბავმა დაწყვიტა და ამის გამო მშობლებსაც უსაყვედურა .
– დედა , რატომ მოხდა ასე .. აქვითინდა გოგონა .
–  შენ ისევ დედას მიძახი .. ცრემლებმა არც სოფო არ დაინდეს და იმედგაცრუებული დედა მწარედ აქვითინდა .. სოფომ მარიამი გულში ჩაიკრა და პატიებას თხოვდა ყველაფრის გამო .
ორი დღის შემდეგ მარიამმა ნამდვილი ოჯახის ნახვა მოისურვა . ოჯახი თბილისისკენ დაიძრა .  მთელი გზა მარის სიტყვა არ უთქვამს , თვალები დაეხუჭა ვითომ ეძინა და ცედილობდა წარმოსახვაში მაინც წარმოედგინა დედა .. მამა .. ოჯახი .. რომელიც ნამდვილად მისი იყო .. ადვილი არ იყო , იმის გაგება რომ ნამდვილი დედა აღარ ყავდა .. დედა რომლის სითბოც და სიყვარულიც ამ დროს ყვეალზემეტად ჭირდებოდა .. დედა , რომლის ჩახუტებაც მთელ მსოფლიოს ერჩივნა .. საბედნიეროდ , გიორგის ამაღლებული სულს და ცხოვრების სირთულეების გამკლავებისთვის ბრძოლის უნარს მარიამის სულშიც ჰქონდა გამდგარი ფესვები . მარიამს პირველად დედის საფლავზე წასვლა უნდოდა , ოჯახიც არ წასულა მისი სურვილის წინააღმდეგ .
ნიკამ მანქანა შეანელა .. ხიდთან მდგომ მოხუც მამაკცს , რომელიც სალამურის დაკვრით ათბობდა გაყინულ არე–მარეს , სალამი მისცა და სასაფლაოსკენ მიმავალი გზა გამოკითხა . მოხუცმა პასუხს არ დააყოვნა და მშვიდი ხმით აუხსნა ნიკას როგორ უნდა მისულიყო ადგილამდე . სანამ ნიკა მოხუცს ესაუბრებოდა , სოფომ ანას ხელში ფული მიაწოდა და უთხრა ბაბუას წინ დადებულ ქუდში ჩაედო .. პატარა სწრაფად გადავიდა მანქანიდან და გახარებულმა შეასრულა დედიკოს თხოვნა . ტკბილმა მოხუცმა თვალზე მომდგარი ცრემლი გაყინული , სიცივისგან დასუსხული ხელით მოიწმინა და ოჯახს გზა დაულოცა .
მანქანა  მიუახლოვდა დანიშნულ ადგილს . მშობლების თვალებსი შისი დაწრიალებდა , შიში შვილის დაკარგვისა .. მანქანა გაჩერდა . ნიკამ მარიამს კარები გაუღო .. .ნელი ნაბიჯებით გაუყვა მარიამი მარტო გზას .. თითქოს სუნთქვა შეეკვრა, გული აუჩქარდა  .. აი , შენიშნა მესაფლავეც ერთ–ერთ ხესთან მდგარი , რომელსაც შავი ვარდებით ხელში სადღაც მიეჩქარებოდა ..
–  უკაცრავად , მოიცადეთ .. ერთი წუთით ..კაცი მოტრიალდა უკან და გოგონას დაელოდა . მიუახლოვდა თუარა მარიამი, მესაფლავეს ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს სადღაც ჰყავდა ნანახი .. მარიამმა  უთხრა სახელი და გვარი და სთხოვა გზა ეჩვენებინა .. მესაფლავეს არ გაჭირვებია გოგონას ამოცნობა ..
რამდენიმე წუთში შორიახლოს სილუეტი გამოჩნდა .. მარის ეგონა რაღაც მომეჩვენაო , მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ კარგად დაინახა შავებში ჩაცმული ჭაღარა კაცი , რომელიც ერთ–ერთ საფლავთან მიახლოებისას მუხლებზე დაემხო .. მესაფლავე და გოგონაც მალე მიუახლოვდნენ ამ ადგილს .. თოვლით დაფარულ მიწაზე დაჩოქილმა მამაკაცმა ვერც კი იგრძნო ვინმეს მოსვლა .. მარიამმა თოვლით დაფარულ საფლავის ქვაზე მხოლოდ სახელი წაიკითხა " ლიკა " ... მესაფლავემ იგრძნო გოგონა შებარბაცდა და ხელი მოკიდა რომ არ წაქცეულიყო .. ხმაური გიორგიმაც იგრძნო ..  შეშინებული ადგა ფეხზე და უკან გაიხადა რა ხდებოდა .. ცრემლებით დაფარული თვალის ფერი , სიცივსგან გაწითლებული კურნოსა ცხვირი ,  აკანკალებული ნაზი , სიფრიფინა ხელები ..  18 წლის შემდეგ .. 18 წლის შემდეგ ისევ შეხვდნენ ერთმანეთს მამაშვილი , ორი მონათესავე სული , მონატრებული თვალები ..  გულმოკლული მამა , რომელიც ზუსტად 18 წლის წინ , 13 დეკემბერს , ზამთრის სუსხიან , ცივ საღამოს ჯერ კიდევ მის მკლავებში სულგანაბულ მძინარე ჩვილს დაჰყურებდა , რომელიც ახლა უკვე გაზრდილი , ლამაზი და დახვეწილი იდგა მის წინ .. რთულია აღწერო ის განცდა , ის გრძნობა და ემოცია რაც იმ დროს , იმ მომენტში ხდებოდა მათ სულში .. რთულია გადმოცე ეს ყველაფერი და მოათავსო რამოდენიმე წინადადებაში .. ცრემლებმა თითქოს ერთიანი ჯაჭვი შეკრეს და არ აპირებდნენ შეჩერებას ..  მესაფლავე იქაურობას გაეცალა .. ადგილზე გაქვავებულ , აცახცახებულ მარიამს ნელი , აუჩქარებელი ნაბიჯებით უახლოვდებოდა გიორგი . სუნთქვა გახშირდა , ემოცია გაასმაგდა , გულის ცემა თითქოს სადღაც გარბის  , ყოველი ნაბიჯის მიახლოვებისას აცნობიერებს , როგორ ჰგავს გოგონა დედას , მისი თვალები , მისი წითელი ცხვირი , ლიკასაც ხომ ასე ემართებოდა როცა ციოდა .. მარიამის შავი კულულები , დედასაც ზუსტად ასე ჰქონდა ..  ფრთხილად მოწმინდა მამამ ამდენი ხნის ნანატრ შვილს ცრემლი და .. ბავშვთა სახლი , ოთახში სასოწარკვეთილი მამა , მის მკლავებში მძინარე ახალდაბადებული , თითქოს უკანასკნელი ჩახუტება და ჩვილის მთელი გრძნობით გულზე მიხუტება მეორდება 18 წლის შემდეგ , მოღრუბლული ზეცა , თოვლით დაფარული სასაფლაო , ემოციებით აღსავსე მამა და თითქოს პირველი ჩახუტება შვილთან .. მარიამის გულში ჩაკვრა , ისინი ისევ ერთად არიან ამდენი ხნის შემდეგ ..  ქარი დადუმდა , არც კი უცდია ხელი შეეშალა მონატრებული მამაშვილისთვის . სიტყვები საჭირო აღარ იყო , გიორგიმ სიხარულით გამთბარი ხელი მოჰკიდა მონატრებულ შვილს და ორივემ იცოდა ახლა ვისთან უნდა მისულიყვნენ . მამაშვილი დედის სურათს მიუახლოვდნენ და თოვლი გადაწმინდეს .. მარიამი სურათს აცრემლებული უყურებდა , თუკი აქამდე კიდევ ეჭვი ეპარებოდა რამეში სურათის დანახვისას უკვე დარწმუნებულიყო იყო , რომ არაფერი შეშლია . ისინი ისევ ერთად იყვნენ . ზოგჯერ სიტყვებზე მეტს ამბობს დუმილი ..მარიამმა უკვე მისთვის ნაცნობი ამბავი ხელმეორედ მოისმინა ახლა უფრო ვრცლად და სრულყოფილად . გოგონა აღმერთებდა დედას , ყველაფრის გაგების შემდეგ და მადლობას უხდიდა სიცოცხლის დათმობისთვის . გიორგის შემდეგ , ეს ბედნიერება ნიკო პაპამ იზეიმა , ახლა უკვე მარიამთან და მის მეორე ოჯახთან ერთად  . ბედნიერებას არ მიუტოვებია ანას მშობლები , ისინიც თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად და ახლა უკვე ერთი დიდი ოჯახი გახდა ყველა . ანისთვის ცოტა გაუგებარი იყო ყველაფერი , მაგრამ მარიამი შეეცადა პატარასთვისაც აეხსნა რა მოხდა .
–  შენ ჩემი დაიკო არ ხარ ?
–  როგორ არა , მე შენი დაიკო ვარ !
–  შენი მეორე დედა ჩვენთან მოვა ?
–  ის ახლაც ჩვენთანაა ..
–  მე ვერ ვხედავ ..  ანიმ გაურკვეველი მზერა მიაბყრო მარიამს ..
–    ის აქაა , ჩვენ ვერ ვხედავთ მაგრამ ვგრძნობთ .. მე ბედნიერი ვარ , ეს კი მისი დამსახურებაა .. . მე ორმაგად ბედნიერი უნდა ვიყო , რომ უფალმა ორი ოჯახი მაჩუქა , ბედნიერი იმიტომ რომ შენ ჩემი პატარა დაიკო ხარ . ანი კალთაში ჩაისვა და გულში ჩაიკრა . მოულოდნელად , ორივემ ერთი მიმართულებით გაიხედეს .. საწოლის გვერძე,მაგიდაზე ლიკას ყველაზე ლამაზი ფოტო იდგა , იქ განსაკუთრებით გავდა მარიამი დედას  .. ფოტოზე ლიკას ჩვეული ღიმილი ასხივებდა .. შვილმა იგრძნო დედის სიახლოვე და ბედნიერების განცდამ მწვერვალებს მიაღწია ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები