ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეტობა ნაკლებობისა
ჟანრი: პოეზია
1 იანვარი, 2014


  ჩამოტვირთვა

ნეტავ ვინმე შემხვდეს

ისე ვიარები, როგორც ნაციხარი
ციხე- დედამიწა, მე კი პატიმარი
ისე იწელება წუთი უსაშველოდ,
ჩიტიც ვერ მოითმებს ამდენს გალიაში..
შევძელ,
სულის ზიდვა, მარტომ როგორც იქნა
ჩემი სასჯელი კი, ისევ ლექსებია.
ასე "ლექსებმისჯილს" მე ვინ შემიყვარებს,
არაპოეტურად სულს ,რომ ეხებიან..

არის პოეზია, როგორც თვითნუგეში,
არის პოეზია, როგორც ჰარმონია,
არის პოეზია, როგორც სუიციდი,
სადაც მთავარია ჩემი აგონია...

ისე ვიარები, როგორც ნაომარი,
ომის შემდეგ არც მე , არ მსურს საუბარი,
ჩემი ტყვიებია, ჩემი პოეზია,
სხვისი ტყვიები კი არა პოეტური...
როგორ ვიარები ასე დაღიანი,
სულზე ლექსები მაქვს, ისიც დარდიანი,
ნეტავ ვინმე შემხვდეს, ისიც ჩემნაირი,
ერთი განსხვავებით, მეტად მადლიანი..
ტაბუ რომ არ იყო მისთვის დედამიწა,
სხვისი სიყვარულიც არა აკრძალული,
რომ არ იყოს მასში ღმერთი ლუციფერი,
რომ არ გაიღრმავოს თავად იარები...

ისე ვიარები, როგორც ნაციხარი
ციხე- დედამიწა, მე კი პატიმარი
ისე იწელება წუთი უსაშველოდ,
ჩიტიც ვერ მოითმებს ამდენს გალიაში..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები