ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული 30 დეკემბერი, 2013
სიკვდილის სამკუთხედი
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
მაქსი სწრაფად შორდებოდა ლუდის ბარს.....აღარ სციოდა, ღორივით იყო მთვრალი, ქარი მას სამხრეთისკენ მიაქანებდა , თვალს მოხუჭავდა თუ არა წამით, თავი გემზე ეგონა....ირწეოდა, ხან ქუჩის ერთ მხარეს გადავიდოდა, ხან მეორე მხარეს, თან ხმამაღლა იცინოდა , კედლებზე ეხახუნებოდა....მერე ნაცნობი და სასურველი შენობა დაინახა , ბორდელად წოდებული, წელში გაიმართა, მეოთხე სართულზე ის თითქმის ოთხზე დამდგარი ავიდა..საფეხურებზე დაგებული ბინძური წითელი ხავერდი ცურავდა და ყარდა....მაქსი ლეკვივით წკმუტუნებდა და ზევით მიხტოდა სიამოვნების მოლოდინში....ნაცნობი ოთახის კარზე დააკაკუნა...ერთხელ, ორჯერ....სამჯერ....
** ** **
კარი საშინელმა ქალმა გააღო, თუმცა მთლად მასეც არაა!...ალბათ ახალგაზრდობაში მხოლოდ ცხენებს მაჩვებს და ნუტრიებს თუ შეაშინებდა..მაგრამ ამჯერად , ასაკის მატებასთან ერთად ის უკვე ყველა ცოცხალ არსებას უეჭველ შიშს ჰგვრიდა მთელს გალაქტიკაში!... მაქსს კი სულაც არ შეშინებია...ეს ქალი მისი გარდაცვლილი მეგობრის უბედური , დაქვრივებული ცოლი გახლდათ........მერე კი მეგობრის ტრაგიკული სიკვდილის კადრებმა გაირბინა მის გონებაში ,რესტორნიდან გამოსულები გზაზე რომ გადარბოდნენ ერთად და მეგობარმა დასუფთავების სამსახურის მანქანას ვერ გადაასწრო....აი სწორედ მაშინ ნახა მაქსმა პირველად ჯერ ისევ ცოცხალი, მფეთქავი თირკმელები გზაზე და მეგობრის შეშფოთებული, გაკვირვებული სახე , რომ ეკითხებოდა მაქსს...."ხომ გადავასწარითო?." კიო. უპასუხია თურმე მაშინ მაქსს და სახეზე აუფარებია ხელი...მეგობარს უთხოვია , სანამ მოკვდებოდა...ჩემს ცოლს მიხედე, არ მიატოვოოო... ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, მერე მაქსი გაყინული მზერით უყურებდა როგორ აფხიკეს ასფალტიდან ის, რასაც ერთ დროს მეგობარს ეძახდა.....მას მერე მაქსს აღარაფერი აშფოთებს ...ამიტომ გაიცინა და მკერდზე (სადაც გული ქონდა ) ხელი მიიდო , თავი დახარა.... მერე ბარბაცით შევიდა ოთახში...სითბომ და სიმყრალემ თავბრუ დაახვია, გაქონილ ტახტზე დაშვა...ჭუჭყიან მუთაქას დაეყრდნო.... დიდხანს ფიქრობდა რა ეთქვა.....მაგრამ არსი ხომ არ იცვლება ამით!...ამიტომ თვალი დახუჭა, წარმოიდგინა რომ დეზერტირების ბაზარზეა, მწნილების რიგში ......ასე უფრო ადვილია.... ----რა ღირს?... ქალმა თავი გადააქნია, მუცელი შეკუმშა, მკერდი კი ამაყად წინ გამოაგდო, -----100 დოლარი, მაგრამ ჯერ გამარჯობა გეთქვა მაქს...როგორ ხარ?...აქამდე რატომ არ ჩანდი?...რას გავხარ?..რამე დაგემართა?
...................................................................................................................................................................................................... (აქ ნაწარმოების პირველი ნაწილი მთავრდება, არაფერია ჯერ ისეთი რაც უბედურებას მოასწვავებს, მაგრამ ვარსკვლავთა განლაგება დროის ამ კონკრეტულ მომენტში არ მომწონს და არაა მეცნიერული ახირება!....... ეს მომენტია განუსაზღვრელი ენთროპიისა,არსობის სტატუსის დაკარგვისა და კატასტროფისა....)
......................................................................................................................................................................................................... სულ რაღაც 100 დოლარი?...რა ამბავია ასე იაფი?.........--თქვა მაქსმა ----სახმარი ღირებულება დაკარგე თუ საახალწლო ფასდაკლებაა?....თუ ......დაბერდი?????? ქალი გაინაზა . მაქსი კი განაგრძობდა.... უგონოდ მთვრალს ენა არ ემორჩილებოდა. ბუზღუნებდა: ---გგგადმობრრრრუნებულ ვედროს გავხარ და 100 დოლარიიიიო? ასე ძვირი რატომაა? ცენტრში ხარ და მაღაზიის არენდის თანხაა? მერე ისევ შენ არ გრჩება? წადი შენი... ფუჰ....დააკელი.... ქალი გაცოფდა, მაგრამ თავს იკავებდა , წინა კლიენტისაგან გამოყოლილი გაკვირვება ჯერ ისევ შეჰყინვოდა სახეზე...(იმ კლიენტს უთხოვია ჯერ ნარდი ვითამაშოთო) მაქსი კი, ვერ გაიგებდით, ხუმრობდა, სულელი იყო, იდიოტი თუ ორივე ერთად?......ჯიბეში ხელს აფათურებდა და ჩინურად ილანძღებოდა, ქალს რომ ვერ გაეგო. ---100 ბევრია..არ დააკლდება?..... ქალმა , ის შეურაცხყოფილი იყო ,(რადგან ჩინელი კლიენტი ყავდა და ცოტა ესმოდა ეს ენა !) ბუნებრივია, უკურეაქცია გაუჩნდა და ამაყად თქვა, გაბღენძილმა: --არა!...( და თავადაც ჩინურად ,ხმადაბლა შეაგინა მაქსს...მგონი "შენს დედას გავიცნობდიოოოოო"....) -----რა სამწუხაროა!....თავი გადააქნია მაქსმა , (გინება კი ვითომ ვერ გაიგონა) თან შარვლის გახდას ცდილობდა......--მე ხომ....უი.....მე ხომ 99 დოლარი მინდოდა შემომეთვაზებინა! რა სულელი ხარ საყვარელო! რა საყვარლად სულელი ....თუ როგორცაააა...შენი ქმრის ხათრით, ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სული, თორემ.... ქალმა ხელი გაიქნია და ადგა ---გაეთრიე აქედან!... ----ისე დაიყვირა რომ ბუზებისგან შებილწული იაფფასიანი ჭაღი შექანდა....---უკვე თავი მომაბეზრე! 100!... ან წადი!...გრცხვენოდეს! შენ ხომ შეპირდი ჩემს ქმარს.....ჩვენ ხომ მეგობრები ვიყავით!... მაქსმა გაიცინა, შარვლის შეხსნა დაიწყო. ---მე ქალი მეგონე და შენი კი თურმე ინდ.მეწარმე ყოფილხარ!.......გახსოვს როგორ გხერხავდი , გრანდავდი ინოვაციური მეთოდებით გჭიმავდი სულის ამოსვლამდე......შენ კი კრუსუნებდი , კრუსუნებდი!...ხოლო ოთახი ბუზებით იყო სავსე!.....და ეს შენ მოგწონდა..თუ მხოლოდ ფული გინდოდა?...წავალ. აბა რას ვიზამ....მაგრამ იცოდე ,ვერ ხარ შენ კარგი საქმოსანი, ასე გაკოტრდები, ისე რომ, გაცვეთილი ტრუსიკების თანხასაც ვერ ამოიღებ იმ ბოყინა და მკუანა კლიენტებისაგან.... ...და კიდევ იცი რააა?...ბოყინი მეც ვიცი მაგრამ ქალებთან არ ვაბოყინებ! აი რატომ უნდა დამიკლო!.... ქალმა უცნაური ხმა ამოუშვა...გეგონება უნიტაზი ბუყბუყებსო...... მაქსი კი ქანაობდა .....იღიმებოდა..მაგრამ ეს ღიმილი რატომღაც სულაც არ იყო მხიარული, რადგან ნელ-ნელა ფხიზლდებოდა!.... 100 დოლარიანი კუპიურა ამოეღო, თავს აკანტურებდა და ამაყად აფრილებდა...
(ეს კი მეორე ნაწილის დასასრულია, აქაც, ისევე როგორც პირველ ნაწილში, არაფერია თითქოს ტრაგიკული, მაგრამ ავტორი საზიზღარი ადამიანია!..მას არ უყვარს თავისი ნაწარმოების გმირები, ამიტომ ჯიუტად მიერეკება მათ დასასრულისკენ, რაც ვლინდება კიდეც უძრაობასა და ხრწნადობაში)
......მაქსი უცებ გაჩერდა, დაფიქრდა, გაიჩაჩხა, რადგან შარვალი ბოლომდე არც გაეხადა ჯერ, მერე ამოიღმუვლა, ფანჯარასთან ძლივს მივიდა , გაქონილ ფანჯრის რაფას ჩაეჭიდა....ქალაქს გადახედა ... სიგარა გააბოლა , ბუტბუტი დაიწყო.... ---ამათ გონიათ რომ მე ფულს ასე ადვილად ვშოულობ......თვითონ რა უჭირთ, რაააა....აძლევენ და ისევ იმათ რჩებათ, მცირედ შელახული..მერე რაა!...მე კი ..მე კი.....ჯერ უახლოესი მეგობარი დავკარგე, მერე სამსახური , მეგობარი ,ახლა კი მისი ცოლის ტანჯულ ცხოვრებას ვაკვირდები...სადამდე ღმერთო?.........------ და ფანჯარაზე აბღოტდა!
-----მაქსსსს....გაიჟდი?....არ დამტოვო, მოდი ჩემთან საყვარელო...---დაიწვრილა ხმა ქალმა---კარგი!!!...80 იყოს....ოთახის ქირა მაქვს გადასახდელი....ახლა ზამთარია, გამაგდებენ მაქსს!!!!...ყოველი მე-10-ე...კაი!....ყოველი მე-5-ე ვიზიტი უფასოდ!....მასაჟიც....უფალს გეფიცები! კვირას მხოლოდ შენი ვიქნები ხოლმე 50 %-იანი ფასდაკლებით!.... მაქსი შეჩერდა ..თავი მოატრილა და ჩაწითლებული, თვალები დააშტერა ქალს.... ქალმა შეხედა და შეცბა...მაქსს განწირული მზერა ქონდა! მის თვალებში სიკვდილი ჩაბუდებულიყო და კვერცხის დადებასაც აპირებდა! ---რაოო?...მასაჟიც?...ფასდაკლებაც?...შენ ყავასაც დამელევინებ ალბათ.....და რისი მასაჟი?...--ამოიხრიალა მაქსმა. --ზურგისა....ისა ...ხოოო...ზურგის....აბა შენ რა გინდოდა?...80 დოლარში ყველაფერი გავაკეთო?...აკვარიუმის ტუმბოც?...კაი..თანახმა ვარ, მაგრამ მხოლოდ სამშაბათობით არა.....კარგი?....სამშაბათს ჩინელი მოდის ხოლმე და ....ისააა...თუ გინდა სულ უფასოდ მე და ჩემი ლესბოსელი დაქალის ჟიმაობას გაყურებინებ.....აი აქ დაჯდები და გვიყურებ.....აბა მაქს, რას იტყვი?... --უკვე გვიანაა დედაკაცო...------ ჩახლეჩილი ხმით გამოიტანა ვერდიქტი უცებ სრულიად გამოფხიზლებულმა მაქსმა-- ჯერ ერთი, მე დავიღალე , ყველაფერს მივხვდი ,დავკარგე ერთი მეგობარი ფიზიკურად და ახლა მისი ცოლის სულიერ სიკვდილს ვაკვირდები, ამასთან..---ხელი ასწია ზემოთ მაქსმა და თითების მოკეცვას მოჰყვა --- უკვე კაცობრიობაზე რწმენაც დავკარგე...........ესეც ხუთი!....აღარ მინდა ვუყურო ამ დედამიწას!....დაე იტრიალოს უჩემოდ!....მშვიდობით !... ........და მაქსი მე-4-ე სართულიდან გადახტა შარვალჩახდილი, ასფალტზე, სადაც მთვრალ გამვლელთა ნაღებინები და ბორდელის ოთხივე სართულიდან კლიენტთა გადმოყრილი, უკვე გაყინული პრეზერვატივები, ერთმანეთში ისე იყო აზელილი , როგორც 18 ნომერი აჯეფსანდალი........
...მაქსი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ქალმა კი ორი წლის მერე შავი ელასტკით ჩამოიხრჩო თავი, იმავე ოთახში , როცა ორი თვის ქირა დაუგროვდა და ვერ გადაიხადა, რადგან ამდენი სტრესისგან მობერდა და ჩინელებიც კი აღარ დადიოდნენ მასთან....წერილი კი არ დაუტოვებია, მაგრამ ვიცით , ყველაფერი ვიცით......ვიცით.......ვიცით მეთქი! ......ყველაფერს კი არ მოგიყვებით!...ცოტა შემდეგისთვის შემოვინახოთ.....
P.S. ქალი ქმრის გვერდზე დაასაფლავეს, მაქსისთვისაც გამოინახა იქვე ადგილი...ახლა ისინი ისევ ერთად არიან , არავინ იცის, მაგრამ ალბათ ისევ ისე ბედნიერად გრძნობენ თავს, როგორც ერთ დროს....როცა ახალგაზრდები იყვნენ....როცა დედამიწა ბრუნავდა და ეს მათ ტკივილს არ აყენებდა.....
ცალმხრივი სიყვარული გამიგია მე ....მაგრამ ნერვების მოშლა?....არამც. ალბათ რაღაც ფარულ ვნებასთან გვაქვს საქმე , თანაც ......................................ხო. გავატაროთ.:)
ცალმხრივი სიყვარული გამიგია მე ....მაგრამ ნერვების მოშლა?....არამც. ალბათ რაღაც ფარულ ვნებასთან გვაქვს საქმე , თანაც ......................................ხო. გავატაროთ.:)