 | ავტორი: ნაინი ჟანრი: პროზა 30 დეკემბერი, 2013 |
ახალი წლის მოლოდინში ვართ მთელი ოჯახი,,,და უცებ გამახსენდა როგორ ვემზადებოდით წინა საახალწლოდ... ... დედაჩემი სამზარეულოსა და მისაღებ ოთახს შორის მისთვის დამახასიათებელი სისწრაფით დაჰქროდა , მამაჩემი ტელევიზორთან მოკალათებულა და გაუნძრევლად უყურებდა საახალწლო პროგრამას, ჩემი ძმა პატარა იყო, მე მამაჩემის მუხლებზე ვიყავი მოკალათებული და ერთად ვითვლიდით რამდენი წუთი დარჩა თორმეტ საათამდე (ყველაზე მეტად მე და ჩემს ძმას გვიხაროდა ახალი წელი), ბოლოს საზეიმოდ აცხადებს ბებო: „7 წუთიღა დარჩა!„ ჩემი ძმა აპროტესტებს, რადგან ეგონა, რომ მხოლოდ ხუთი ან ათი წუთი არსებობდა (ასე სჯეროდა დიდხანს)! მამაჩემი თავის ოთახში მიდის , რომ მე და ჩემს ძმას, ჩემს მამიდაშვილებს შეძენილი საჩუქრები დაგვირიგოს, ახლა ვხვდები, რომ ეს საჩუქრები „თოვლის ბაბუის „ ყველაზე ძვირფას საჩუქრებსაც მერჩივნა ... (ყოველშემთხვევაში ჩემს მეხსიერებაში ეს მომენტი ღრმად აღიბეჭდა), დედა განსაკუთრებული ეშხით აწყობს სუფრას... თორმეტს მხოლოდ ხუთი წუთიღა აკლია, ახლა მამიდაჩემს და ჩემს მამიდაშვილებს ველოდებით, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ კართან იმალებიან და ახალი წლის დადგომას ელიან, რომ კარი შემოაღონ... გარეთ კი უზარმაზარი, ქათქათა თოვლია და ისევ თოვს და თოვს....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მეკვლემ კონფეტი ისე მესროლა, მეგონა ცოცხალი ვერ გადვურჩებოდი :D გმადლობ, რომ ეს მომენტი გამახსენე. მომწონს. მეკვლემ კონფეტი ისე მესროლა, მეგონა ცოცხალი ვერ გადვურჩებოდი :D გმადლობ, რომ ეს მომენტი გამახსენე. მომწონს.
6. გი ლ ო ც ა ვ ! <3 გი ლ ო ც ა ვ ! <3
5. მადლობა ყველას :))) მადლობა ყველას :)))
4. გილოცავ, ნაინი! :) გილოცავ, ნაინი! :)
3. რა კარგია, ნამდვილი საახალწლო განწყობა მოაქვს , მეც გილოცავ !!! რა კარგია, ნამდვილი საახალწლო განწყობა მოაქვს , მეც გილოცავ !!!
2. მეც გილოცავ ნაინი,სიხარულით დაესწარი საყვარელ ოჯახთან ერთად! მეც გილოცავ ნაინი,სიხარულით დაესწარი საყვარელ ოჯახთან ერთად!
1. ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!!! ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|