 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 4 იანვარი, 2014 |
კუნძული,წვიმა,თავდახრილი ზეთისხილები, გამხდარი ზანგი ეზიდება რკინის ურიკას, ისე ძლიერ წვიმს-ცამ შეიხსნა თითქოს ღილები, დაძრწის ქუჩებში გიჟი ქარი და ჰგავს ხულიგანს... ამინდი მართლაც ისეთია,ცხოველს კი არა უსულო საგანს არ დააგდებს გარეთ პატრონი, და ამ ამინდში მიდის ზანგი თვალებბრიალა, მძიმედ დატვირთულ, ძველ ურიკას არსად არ ტოვებს. რა მიაქვს ნეტავ,რის ფასად ღირს ეს თავგანწირვა?! რამ გააგიჟა,ნეტავ არ აქვს თავშესაფარი? მიაქვს ფიქრების მთელი დასტა,მთელ მის სატკივარს, მის ყველა იმედს ამ ურიკით თან დაატარებს... მიაქვს ფურცლებეზე დახატული ბნელი დღეები... ლექსები მიაქვს, საკუთარი, მძიმე ლექსები!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მომეწონა მე) მომეწონა მე)
6. კარგი ხარ ლიპო, როგორც ყოველთვის. ++ კარგი ხარ ლიპო, როგორც ყოველთვის. ++
5. დასაწყისი და ფინალი კარგი იყო თითქოს. არ ვიცი, მე ეს "ურიკა" მომხვდა სმენაში ცუდად. რაღაც ძალიან მკვეთრი სიტყვაა,თან რამდენიმეჯერ მეორდება.ისე, ქართული სიტყვაა? ხელურემი ხომ არა? დასაწყისი და ფინალი კარგი იყო თითქოს. არ ვიცი, მე ეს "ურიკა" მომხვდა სმენაში ცუდად. რაღაც ძალიან მკვეთრი სიტყვაა,თან რამდენიმეჯერ მეორდება.ისე, ქართული სიტყვაა? ხელურემი ხომ არა?
4. მკვეთრი კადრები ტიტრებით, როგორც ძველ, შავ-თეთრ , მუნჯ ფილმებში...
მკვეთრი კადრები ტიტრებით, როგორც ძველ, შავ-თეთრ , მუნჯ ფილმებში...
3. ეს სოც. გვერდზე ვნახე, როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ ლიპო +5 მრავალს დაესწარი ეს სოც. გვერდზე ვნახე, როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ ლიპო +5 მრავალს დაესწარი
2. ++++გილოცავ.! ++++გილოცავ.!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|