 | ავტორი: ბუდულა_22 ჟანრი: იუმორისტული 5 იანვარი, 2014 |
სამი წლის წინ , პირველად ჩემს ცხოვრებაში , გადავწყვიტე, რომ შობას სადმე ცხელ ქვეყანაში შევხვედროდი. ბავშვობიდან სულ იმაზე ვოცნებობდი, როცა გერმანიაში ციოდა (და მე სიცივეს ვერ ვიტანდი) ზამთარი სადმე თბილად გამეტარებინა.მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მეძლეოდა, ხან ფული არ მქონდა და ხან დრო.ჰოდა, სამი წლის წინ გადავწყვიტე, წავსულიყავი და შობას ავსტრალიაში შევხვედროდი. ახლა რატომ ავსტრალიაშიო? ყველაზე ეგზოტიკური ქვეყანაა და კენგურუების სიყვარული ჩემი გეოგრაფიის მასწავლებლის დამსახურება იყო.(თვითონაც ჰგავდა კენგურუს) იმხანად გერმანელი ბოიფრენდი მყავდა,სახელად გრეი. მაშინ სამი თვის გაცნობილი ვიყავით, ერთმანეთს მხოლოდ შაბათ-კვირას ვხვდებოდით და ურთიერთობებს ვარკვევდით, დანიშნულებიც არ ვიყავით. მე როცა ბილეთები დავჯავშნე, მისი აზრი წამოსვლის თაობაზე არ ვიცოდი. რამდენჯერაც ტელეფონზე დავურეკე, ავტომოპასუხე ირთვებოდა. კვირა საღამოს კი როცა მასთან მივედი, გრეიმ პირდაპირ საწოლისკენ წამიყვანა... მეც საუბარი დილისთვის გადავდე . დილით გრეიმ ყავა შემომიტანა.სათქმელი ყელში მქონდა გაჩხერილი, ყავის წრუპვას თავი დავანებე და გაუბედავად დავიწყე: ---საყვარელო, შობას ავსტრალიაში ხომ არ შევხვდეთ, იქ ახლა ძალიან თბილა.ხომ იცი შენს ჩიტუნიას გერმანული მკაცრი ზამთრის როგორ ეშინია? სანტასა და ბიკინებიან ფიფქიებთან ერთად ნამდვილ სამოთხეში ვიქნებით.
(დამავიწყდა მეთქვა, გრეი გერმანელი კათოლიკეა, საკმაოდ კონსერვატორული ოჯახიდან) ----შობას ძვირფასო მeyრი, დედასთან უნდა შევხვდე, ჩემს დედასთან და ოჯახის წევრებთან ერთადო , საშობაოდ მომზადებული ბატის კურტუმო რომ არ მივირთვა, ისე როგორ იქნებაო.-- აქამდე ჩემ სახელს ისე ლამაზად ამბობდა, სულ მომწონდა ხოლმე, მაგრამ ახლა პირი ისე დაღრიჯა, გული შემიწუხდა. ---აბა ამ ბილეთებს და უფრო მეტად კი ჩემს სურვილს რა ვუყო მეთქი? ---იქნებ ვინმე მეგობარი, მსურველი გამოჩნდესო---დამაკვალიანა გერმანულად. ----ხო, მაგრამ მხოლოდ ერთი დღე დარჩა ---უკვე 23 დეკემბერი იყო. ----შენი ჭკვიანი თავის იმედი მაქვს, მოიფიქრებ რამესო...საჩუქარი დამიტოვა და სამსახურში წავიდა. (წადი შენი--შევაგინე ქართულად)
ბევრი ფიქრი არ დამიწყია, ოფისში სადაც ვმუშაობდი, ერთი ახალგაზრდა ესპანელი დადიოდა.ვიცოდი , კარგად მღეროდა და გიტარაზეც უკრავდა. რაღაცნაირად ერთმანეთს ვუგებდით. იმ დღესაც ჩემი სურვილი მას ვუთხარი: ----ვოცნებობ ავსტრალიაზეო...
დაჯერება გამიჭირდა:
---შობას წამოხვალ ჩემთან ერთად მეთქი?---ჩავკითხე.
---სი, სიო--- სასურველი თანხმობა გაიგონა ჩემმა ყურებმა, მხოლოდ ფული არ მაქვსო, უხერხულად გაიკრიჭა ტუტო. ---მე გეპატიჟები--გამოვიდე თავი---დიდი იმედი არც გრეისგან მქონდა, რომ რამეს გადამიხდიდა. ---გრეი, ძვირფასო, ხვალ მივფრინავ ახლობელთან ერთად- ---მივწერე ქართველის პასუხისმგებლობის გრძნობით.
---ოკეი--მომივიდა საპასუხო მინიმა. არც უკითხავს " ვისთან ერთად," არც "მარტო ხომ არ მიდიხარ"....
მე და ტუტომ დავთქვით, რომ ერთმანეთს აეროპორტში შევხვდებოდით და მას თავისი ნივთები არ უნდა დავიწყებოდა (რაცხანაირად გურულები და ესპანელები აბდლობით კი გვანან ერთმანეთს).
მე დედაჩემის რეცეპტით ქადები დავაცხე, რომ ჩასვლისთანავე რამე გვეჭამა და ბარგი ჩავალაგე. დავიტვირთე უამრავი საბანაო კოსტუმებით, რუჯის საცხებით და ზღვის სხვადასხვა ატრიბუტიკით.
თვითმფრინავში პირველად არ ვიჯექი, მაგრამ ოკეანეზე რამდენიმესაათიანი ფრენისთვის მზად არ ვიყავი. ტუტო ჩემ გვერდით უხერხულად იჯდა...მე კი გული ამერია და მის ხელებში რამდენჯერმე მოვისაქმე. ---ნოუ პრობლემ---მიღიმოდა ჩემი უხერხულობის გასაფანტად.
როგორც იქნა სიდნეიში ჩავფრინდით და სასტუმროს მივადექით. ნომერი რა თქმა უნდა ერთი მქონდა დაჯავშნული და მე და ტუტო რაცხაფერად მოვთავსდით ერთ საწოლში. უკომპლექსო ესპანელს ეს არ ანაღვლებდა და მე მეტი გზა არც მქონდა, ეს ბიჭი ისედაც ჩემ ხარჯებზე იჯდა. საღამომდე პლაჟზე გასვლაც უნდა მოგვესწრო და გართობაც, ღამით კი 12 საათზე სანტებთან და ფიფქიებთან ერთად უნდა შევხვედროდით შობას. ნამდვილმა ცხელსისხლიანმა ტუტომ წელსზემოთ ტანი მოიხატა, გიტარა იქირავა და სანაპიროზე ღიღინს შეუდგა. ბანაოობა ძალიან მესიამოვნა, თბილი წყალი, მზის აბაზანა ამ შუა ზამთარში. ტუტოს წყალში ჩასვლა საღებავების გამო აღარ უნდოდა, ჩამორეცხვის ეშინოდა. ამიტომ ნაპირზე მელოდა და ამოსვლისას ზურგზე რუჯის ზეთს მისვამდა ხოლმე. თან ქადებს ახრამუნებდა.დრო მართლაც შესანიშნავად გავატარეთ.სასტუმროში დაბრუნება არც გვინდოდა. ტუტო პლაჟზე ისეთი პოპულარული გახდა, ბიკინებიან სანტაზე მეტად ფოტოებს ტურისტები მასთან იღებდნენ. მე ცოტა კი მშურდა, მაგრამ თავს ვიკავებდი. თუმცა ის ნამდვილი ჯენლტმენივით იქცეოდა და გვერდიდან არ მცილდებოდა. მერე სანტას წითელი ქუდი მიყიდა და ორივე ერთად დავქროდით სანაპიროზე. ფოტოებს ვიღებდით , ტუტო მღეროდა და ცოტაოდენი ფულიც კი გავაკეთეთ.სასტუმროში ისეთი კარგად ნასვამები და აკუნტრუშებული მივედით, რომ ცალცალკე საწოლიც ვერ შეუშლიდა ხელს ჩვენს ერთად ყოფნას. ტუტო ჩამეხუტა და ... ჩემთვის ხელი არ გაუშვია დილამდე. მოკლედ, მეორე დილით უკვე შეყვარებულებს გაგვეღვიძა...
გრეის ფოტოები ინტერნეტით გადმოვუგზავნე... ----რა კარგი სანტა შეგხვედრიაო--- მომწერა მან. ---აქ ისე თბილა , კიდევ რამდენიმე დღე დავრჩები მეთქი---დავუreplay მე. ---არა, მeyრი დიდხანს ვერ გავძლებ უშენოდო---ბედის ირონია გამოკრთა ამ წერილში. სამი დღე დავრჩით , ტუტო სანაპიროზე მღეროდა, დავხტოდით და ვგიჟობდით , თან ფულს ვშოულობდით, უკვე საკმაოდ ბევრს. ბიკინებიანი სანტა და ფიფქიები უკვე ჩვენ ვიყავით...
წამოსვლის დრო რომ დადგა, ტუტომ წამოსვლაზე უარი განაცხადა, აქ კიდევ დავრჩები, ფულს კარგად ვაკეთებო.სიმღერით ესპანეთში ფული მე ვერ ვიშოვე და ავსტრალიაში კარგად იხდიანო(მართლაც შესანიშნავად მღეროდა).როცა ჩამოვალ აუცილებლად გნახავო. ----წადი შენი გურულსმიმსგავსებული ესპანელი დედაც მეთქი---წავისისინე და სასტუმროში დავტოვე. (ანკი რა უნდა მექნა.) აქეთობისას თვითმფრინავში სხვა მეზობლის ხელებში მომიწია მოსაქმება.
გრეი აეროპორტში არ დამხვედრია, მაგრამ როცა პირველივე შაბათს მასთან მივედი, ჩამეხუტა და გულიც ამიჩუყა მისმა "თავგადაკლულმა" სიყვარულმა. მერე საწოლისკენ წამიყვანა და პირველად არ იხმარა პრეზერვატივი.
ერთ თვეში აღმოვაჩინე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. ჩემი გოგონა ახლა 2 წლისაა და უკვე მესამედ ვხვდებით შობას სამივე ერთად: მე , გრეი და პატარა ტიტუნია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
35. რაცხაფერად ??? სიდნეიშიც ასე ბაზრობენ? :))))))))
ჯანდაბას მივაპლიუსებ :)))))))) რაცხაფერად ??? სიდნეიშიც ასე ბაზრობენ? :))))))))
ჯანდაბას მივაპლიუსებ :))))))))
34. გილოცავ და მართლა კარგია. გლოცავ, იუომრინუ მოგვიშალოს ღმერთმა, თან გურული ყოფლხარ და ამის გამო კიდევ ბევრად უფრო შემიყვარდი... შენი გურული უმა (ყველამ იცოდეს, რომ გურული ვარ და ყველა გურული მიყვარს) გილოცავ და მართლა კარგია. გლოცავ, იუომრინუ მოგვიშალოს ღმერთმა, თან გურული ყოფლხარ და ამის გამო კიდევ ბევრად უფრო შემიყვარდი... შენი გურული უმა (ყველამ იცოდეს, რომ გურული ვარ და ყველა გურული მიყვარს)
33. ბუდულ:D:D:გილოცავააააააააააა:****** ბუდულ:D:D:გილოცავააააააააააა:******
32. ისე იშვიათად შემოვდივარ, ეს არ წამიკითხავს... :)))))))))))) გილოცავ კიდევ ერთხელ გათავფურცლებას! ისე იშვიათად შემოვდივარ, ეს არ წამიკითხავს... :)))))))))))) გილოცავ კიდევ ერთხელ გათავფურცლებას!
31. მადლობა ყველას! <3 მადლობა ყველას! <3
30.
თავფურცელს გილოცავ ბუდულა, იმორისტულებში ეს ყველაზე მეტად დამამახსოვრდა.
თავფურცელს გილოცავ ბუდულა, იმორისტულებში ეს ყველაზე მეტად დამამახსოვრდა.
29. მართლა ძალიან კარგი იუმორისტულია :)))
მეც ფრიადს დავტოვებ აქ !
:) მართლა ძალიან კარგი იუმორისტულია :)))
მეც ფრიადს დავტოვებ აქ !
:)
28. +5 მომეწონა +5 მომეწონა
27. ეს ვიცი მარი, ადრე წავიკითხე. რატომღაც გამომრჩა, ამეღნიშნა :))
მაშინაც ვიხალისე და ახლაც (ხელმეორედ გადავიკითხე) :)) ეს ვიცი მარი, ადრე წავიკითხე. რატომღაც გამომრჩა, ამეღნიშნა :))
მაშინაც ვიხალისე და ახლაც (ხელმეორედ გადავიკითხე) :))
25. )))))))) +++++ )))))))) +++++
24. მადლობა ჩემო კარგებო... ნეფერტარ :DDDD შობას გილოცავთ მადლობა ჩემო კარგებო... ნეფერტარ :DDDD შობას გილოცავთ
22. უფ გაიხარე შენ, რა ვიხითხითე... კიდევ შენ გაგიკვირდება ხოლმე ჩემი ფანტაზია... შენს უსასრულო ფანტაზიასთან შედარებით... საკუთარს რომ ვერ ხედავს მაინც ადამიანი რანაირადაა მოწყობილი. :) უფ გაიხარე შენ, რა ვიხითხითე... კიდევ შენ გაგიკვირდება ხოლმე ჩემი ფანტაზია... შენს უსასრულო ფანტაზიასთან შედარებით... საკუთარს რომ ვერ ხედავს მაინც ადამიანი რანაირადაა მოწყობილი. :)
21. შობას გილოცავთ ყველას! ჯანმრთელობა,სიკეთე, სიყვარული, სითბო და ღვთის წყალობა მოგვიტანოს ყველას შობას გილოცავთ ყველას! ჯანმრთელობა,სიკეთე, სიყვარული, სითბო და ღვთის წყალობა მოგვიტანოს ყველას
20.
ხელებში მოსაქმება ტეხააააააააააავს :დდდდდდდდდდდდდდდდდდ
ხელებში მოსაქმება ტეხააააააააააავს :დდდდდდდდდდდდდდდდდდ
19. აღარავის არა?:):D:D:D:D:მთავარი იყო შობა!ბიკინებიანი:D:D:D: აღარავის არა?:):D:D:D:D:მთავარი იყო შობა!ბიკინებიანი:D:D:D:
18. უნდინა, გახალისდი, სატირალი ღმერთმა ნურაფერი გაგვიხადოს:) არტე, ბავშვი ვისია, განა ვინმეს აინტერესებს?:DDD უნდინა, გახალისდი, სატირალი ღმერთმა ნურაფერი გაგვიხადოს:) არტე, ბავშვი ვისია, განა ვინმეს აინტერესებს?:DDD
17. და მაინც ვისია ბუდულ:D:D:D:+++ და მაინც ვისია ბუდულ:D:D:D:+++
16. ჰოოომ :D:DD სასაცილოა სატირალი რომ არ იყოსო, რაცხა ასეთია:D ჰოოომ :D:DD სასაცილოა სატირალი რომ არ იყოსო, რაცხა ასეთია:D
15. მადლობა ყველას.განსაკუთრებით სანტასა და ფიფქიასგან:D მადლობა ყველას.განსაკუთრებით სანტასა და ფიფქიასგან:D
14. მსუბუქი და სახალისო საკითხავი საახალწლოდ, საკმოდ დამაჯერებელიც.
მსუბუქი და სახალისო საკითხავი საახალწლოდ, საკმოდ დამაჯერებელიც.
13. ჩანახატთან ერთად კომენტარებიც სახალისო წასაკითხია. მომწონს. ჩანახატთან ერთად კომენტარებიც სახალისო წასაკითხია. მომწონს.
12. ჰო ვიცი, გიორგიში მეც პილიგრიმი ვიგულისხმე. :) ჰო ვიცი, გიორგიში მეც პილიგრიმი ვიგულისხმე. :)
11. მირიან, ვაჟი რომ ყოფილიყო, ტუტუკო დაერქმეოდა:DDD მირიან, ვაჟი რომ ყოფილიყო, ტუტუკო დაერქმეოდა:DDD
10. შენ არ იცი, რუკაზეც კი ვნახე, ავსტრალიის დედაქალაქი კანბერაა, მაგრამ სანაპიროზე სიდნეი მდებარეობს:D კირკიტა თვალი მეც მომწონს, ნაწერი შეძლებისდაგვარად, ზედაპირული არ უნდა გამოვიდეს:) "ავტო-ჰაგიოგრაფია" როგორც ჟანრი, აქ პილიგრიმმა დაამკვიდრა და მეც იმიტომ ვახსენე:DDD შენ არ იცი, რუკაზეც კი ვნახე, ავსტრალიის დედაქალაქი კანბერაა, მაგრამ სანაპიროზე სიდნეი მდებარეობს:D კირკიტა თვალი მეც მომწონს, ნაწერი შეძლებისდაგვარად, ზედაპირული არ უნდა გამოვიდეს:) "ავტო-ჰაგიოგრაფია" როგორც ჟანრი, აქ პილიგრიმმა დაამკვიდრა და მეც იმიტომ ვახსენე:DDD
9. ვაჟი რომ ყოფილიყო, ტუტო დაერქმეოდა ნეტა? ვაჟი რომ ყოფილიყო, ტუტო დაერქმეოდა ნეტა?
8. ისე ავტო-ჰაგიოგრაფიული ნეტა რას ჯიშნავს, ვკითხოთ გიორგის. :)) მე ჩავთვალე, რომ ავტო-ჰაგიოგრაფიული ნიშნავს საკუთარი ტანჯული ცხოვრების აღწერას. :))) ეს კი პირიქით, გართობის და სიამოვნების აღწერაა. :)) ცუდად კი არა, პირიქით მარი, კარგად გამოგდის, მხოლოდ ჩემნაირი "შარზე" მყოფი კირკიტა თვალი თუ მოუძებნის რამეს. :)))) ისე ავტო-ჰაგიოგრაფიული ნეტა რას ჯიშნავს, ვკითხოთ გიორგის. :)) მე ჩავთვალე, რომ ავტო-ჰაგიოგრაფიული ნიშნავს საკუთარი ტანჯული ცხოვრების აღწერას. :))) ეს კი პირიქით, გართობის და სიამოვნების აღწერაა. :)) ცუდად კი არა, პირიქით მარი, კარგად გამოგდის, მხოლოდ ჩემნაირი "შარზე" მყოფი კირკიტა თვალი თუ მოუძებნის რამეს. :))))
7. ავსტრალიაში მართლაც არასდროს ვყოფილვარ, თუ ამას გულისხმობ:DDD ანუ ავტო--ჰაგიოგრაფიულები ცუდად გამომდის:DDDDD ავსტრალიაში მართლაც არასდროს ვყოფილვარ, თუ ამას გულისხმობ:DDD ანუ ავტო--ჰაგიოგრაფიულები ცუდად გამომდის:DDDDD
6. რა თქმა უნდა გერმანიიდან ავსტრალიაში ჩაფრენა ვიგულისხმე. რა თქმა უნდა გერმანიიდან ავსტრალიაში ჩაფრენა ვიგულისხმე.
5. მე ადრე ავსტრალიელებთან ვმუშაობდი და მახსოვს, რომ 2 დღე თუ მეტი ჭირდებოდათ საქართველოში ჩამოსაფრენად. ჰოდა სავარაუდოდ გერმანიიდანაც მასე იქნება. დატოვე ფრენები, მე ზოგჯერ ზედმეტ ყურადღებას ვაქცევ დეტალებს. :) ისე ნაღველიც მაწუხებდა. ;) მოკლედ საინტერესო წასაკითხია, მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ ეტყობა, ავტორი მისთვის უცხო თემაზე წერს. აი ავტობიოგრაფიული ნაწერები კი მაინც განსაკუთრებით ბუნებრივი და დამაჯერებელი გამოგდის.
მე ადრე ავსტრალიელებთან ვმუშაობდი და მახსოვს, რომ 2 დღე თუ მეტი ჭირდებოდათ საქართველოში ჩამოსაფრენად. ჰოდა სავარაუდოდ გერმანიიდანაც მასე იქნება. დატოვე ფრენები, მე ზოგჯერ ზედმეტ ყურადღებას ვაქცევ დეტალებს. :) ისე ნაღველიც მაწუხებდა. ;) მოკლედ საინტერესო წასაკითხია, მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ ეტყობა, ავტორი მისთვის უცხო თემაზე წერს. აი ავტობიოგრაფიული ნაწერები კი მაინც განსაკუთრებით ბუნებრივი და დამაჯერებელი გამოგდის.
4. ბავშვი გერმანელისაა თუ ესპანელის, ეგ მკითხველისთვის მიმინდია:D ფრენები გავასწორო? მგონი ყველაფერი კარგად ჯდება.... ლუტეცია, პრობლემა ნაღველშია და არა კუჭში:)) ბავშვი გერმანელისაა თუ ესპანელის, ეგ მკითხველისთვის მიმინდია:D ფრენები გავასწორო? მგონი ყველაფერი კარგად ჯდება.... ლუტეცია, პრობლემა ნაღველშია და არა კუჭში:))
3. მაგარია :დ წარმატებები ავტორს :) მაგარია :დ წარმატებები ავტორს :)
2. :))) ეგ ბავშვი გერმანელისაა თუ ესპანელის? ;) საინტერესო წასაკითხი იყო. მაგრამ 24-ში თუ იყო ფრენა, გერმანიიდან ავსტრალიაში 25-ში ჩაფრინდებოდა ვითომ? მგონი უფრო 26-ში. არ ვარ დარწმუნებული. მე ბავშვობიდან ცუდად ვხდები ხოლმე მანქანაში, მაგრამ თვითმფრინავში 2-დღიანი ფრენის დროსაც არ გავმხდარვარ ცუდად. შენ ნამეტანი სუსტი კუჭი გქონია. :) :))) ეგ ბავშვი გერმანელისაა თუ ესპანელის? ;) საინტერესო წასაკითხი იყო. მაგრამ 24-ში თუ იყო ფრენა, გერმანიიდან ავსტრალიაში 25-ში ჩაფრინდებოდა ვითომ? მგონი უფრო 26-ში. არ ვარ დარწმუნებული. მე ბავშვობიდან ცუდად ვხდები ხოლმე მანქანაში, მაგრამ თვითმფრინავში 2-დღიანი ფრენის დროსაც არ გავმხდარვარ ცუდად. შენ ნამეტანი სუსტი კუჭი გქონია. :)
1. :დ ბიჭO კარგი იყო. 5 :დ ბიჭO კარგი იყო. 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|