 | ავტორი: მთიულ-ი ჟანრი: პოეზია 8 იანვარი, 2014 |
დავბერდით მეც, შენც და ალბათ სხვებიც, შემოგვეპარა თმაში ჭაღარა, შემობერებულს შემომრჩა მწუხრი, როგორც მზეს ცივი სუსხი დაფარავს.
ვეღარც მკლავს შერჩა ძველი სიცელქე, მუხლებიც წლებმა ჩამოგვაღალა დამჭკნარ სხეულში დაზამთრდა გული, სიცოცხლეც თითქოს ფერმკრთალს წააგავს.
ვეღარც თვალებში შემოგვრჩა ეშხი, ცრემლები ისევ ნაოჭს გახაზავს შენს ნაწნავებში ყოჩივარს ვთესდი, და ისიც ჩვენებრ დაჭკნა, გადახმა...
შემოგაპარებ ხანდახან მზერას, განა თვალები ძველებურ მიჭრის?! ისევ დამჭკნარ ხელს დავუწყებ ძებნას, მერე რა, თუკი სიბერე გვებრძვის.
ხანდახან ასე მაოცებ უფრო, დაკოჟრილ ხელებს შეგითბობ ნელა, სიცოცხლის ბოლოს ვაოკებ შენით, და შენც ჩემსავით ჩლიფინებ, ღელავ.
მხოლოდ ახლა ვართ მე და შენ ორნი, მე შენ და შენ მე მხოლოდ ახლა გვყავს, ჩემს იქით ვერც შენ, შენს იქით ვერც მე, სხვა სასთუმალი ცოცხლად არა გვაქვს...
მე ახლა უფრო გტკბილობ და გყვარობ, მერე რა, თუკი წლებმა დაგღალა, ხელის კანკალი დამჩემდა თითქოს და უძლურებაც გამითამამდა.
რაღაცნაირად მივგავართ ნისლებს, მათსავით თეთრად ვქრებით თანდათან, ნუ შეშინდები შენი ჭირიმე, ნუ გადაიღლი ფიქრებს ამაღამ...
მე აღარ მათრობს ჭაბუკის ჟინი, გრძნობებ ახუნძლულ ყმაწვილს არ ვგავარ, ხელჯოხით მოვალ შენამდე ქშენით, შენს იქით ჩემო გზები არა მაქვს.
ჩემს ყოველ ხედვას დაჰყვება სევდა, საბოლოო დღის შიში დამზაფრავს, დავაყურადებ ხანდახან შენს გულს, მისი ხმა უფრო მიყვარს ახლაღა.
მე მხოლოდ ერთი მიმხნევებს სიკვდილს, ზეცა და მიწა თუნდ თავს დამასხან. იქაც გვექნება სასთუმლად ერთი გაყინულს იქაც სითბოს მოგაკრავ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მხოლოდ ახლა ვართ მე და შენ ორნი, მე შენ და შენ მე მხოლოდ ახლა გვყავს, ჩემს იქით ვერც შენ, შენს იქით ვერც მე, სხვა სასთუმალი ცოცხლად არა გვაქვს... ++:)) მხოლოდ ახლა ვართ მე და შენ ორნი, მე შენ და შენ მე მხოლოდ ახლა გვყავს, ჩემს იქით ვერც შენ, შენს იქით ვერც მე, სხვა სასთუმალი ცოცხლად არა გვაქვს... ++:))
3. რაღაცნაირად მივგავართ ნისლებს, მათსავით თეთრად ვქრებით თანდათან
მომეწონა++ რაღაცნაირად მივგავართ ნისლებს, მათსავით თეთრად ვქრებით თანდათან
მომეწონა++
2. მართალი ხარ :დ ჯერ ჯეელობით ვტკბები :დ მართალი ხარ :დ ჯერ ჯეელობით ვტკბები :დ
1. რა დროს შენი სიბერეა ქალავ??:) + რა დროს შენი სიბერეა ქალავ??:) +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|