ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მართალი
ჟანრი: პოეზია
8 იანვარი, 2014


მიყვარხარ

გრძნობებზე  ვსაუბრობთ,
იგრძენი,
ვიგრძენი.
ადგილებს  მოვწყდით  და
ადვილად  ვიძვრებით
გულისკენ
სავალ  გზებს
თვალები  გვინახავს,
ვერავინ    გვაბრაზებს,
სულ  უფრო  მიყვარხარ.
ჩვენ  გადავუცვალეთ
გულები  ერთმანეთს.
უკეთ  რომ  სუნთქავდეს.
ძლიერ  რომ  ფეთქვადეს.
სიტყვები  არ მყოფნის 
რაც  მინდა  გითხრა და
ამიტომ  ყოველთვის
გიწერ  და  ვინახავ.
ჩემთვის    და  შენთვის  და
სხვების  გასაგონად
ყოველდღე  გეტყვი  რომ
ძალიან  მიყვარხარ!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები