ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლალა
ჟანრი: პროზა
11 იანვარი, 2014


* * *

ნუღარავინი შემიბრალებთ სიკვდილის მერე და ჩემს სურათებს თანაგრძნობით ნუღარ შეხედავთ.დღეს მოვიხურავ სანატრელი სიკვდილის ფერებს, ასე სათუთად ჩემს ნაწერებს რომ შეეხება.
      ქაოსია, სინამდვილე ამიჯანყდა
                და ომია რეალობა ხანჯალს იქნევს,
მერე ძველი სიყვარულიც გამიჯავრდა, თუ გაბრაზდა, დამტოვებს და ხელს დამიქნევს.
      რატომღა ვწერ? ვინ კითხულობს ამ დაშრიფტულ მწუხარებას?!. წინათ ვთვლიდი, რომ მას ნაზ გულს უხარებდა ამის კითხვა, თუმც განკითხვამ რეალობა შემაჩეჩა. სიზმრები და ოცნებები სულ აჩეჩა და სუყველა მღვრიე წყალში გადაყარა,გაახარა მოსისხლენი...დავრჩი მარტო მე სრულიად,ბრძოლის ველზე ვიღუპები  გულსისხლდენით.
      ნუღარავინი შემიბრალებთ სიკვდილის მერე,ნუღარავინი შემიყვარებთ სიკვდილის გამო,ნუ დამიკოცნით ნუღარავინ გაყინულ ხელებს, როცა კუბოში მეძინება ბავშვივით სათნოდ. ეს წინათგრძნობა ჩემს გაყინულ გონებას ათბობს, მსურს ლექსის წერა, რომ დავწერო რაღაც ისეთი, რომ მაღიარონ...მერე უფრო მშვიდად მოვკვდები, რომ ჩემს გულზე ლექაად იაროს, ვინაც მიყვარდა, ვინც ჩემს ნაზ გულს ტლანქად მივარდა და ვერ შემიცნო...
    სიკვდილის შემდეგ, ალბათ, ჩემზეც რამეს დაწერენ... ის პოეზიით სუნთქავდაო, ასე იტყვიან, ვინაც უყვარდა, მას სძულდაო,,სხვა ირჩიაო,უმაგალითოდ აწამებდაო, ასე იტყვიან...
    ასე იტყვიან, სამარე მან გაუთხარაო, მისთვის ცრემლების არ დაღვარაო, ასე იტყვიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები