სიყვარულო მსხვერპლად შენდა გული ჩემი გამიღია კვლავ მიჩივი კიდეცა მგმობ რატომ? -ვერა გამიგია. გიგალობდი, ცრემლთა ღვრაში ლექსთა კოშკი ამიგია კიდევ მწირავ სიყვარულო რატომ? -ვერა გამიგია. უკითხავად შენდა თავად გული ჩემი წაგიღია კვლავ მემდური, ჰმ დამცინი?! რატომ? -ვერა გამიგია. შენს გულისთვის ქვეყანაზე ბევრი კარგი დამიგმია კიდევ მკიცხავ სიყვარულო? რატომ?- ვერა გამიგია.