ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაბა97
ჟანრი: პროზა
10 იანვარი, 2014


მე და წვიმის წვეთი...

                                                                      მე და წვიმის წვეთი...
  ერთხელ მე და წვიმის წვეთი დავმეგობრდით. არ გჯერათ?! მართალს ვამბობ, გინდათ მოგიყვეთ როგორ დაიწყო ჩვენი მეგობრობა? კარგი, ვიწყებ:
  ერთხელ ძველ თბილისის ქუჩებში დავსეირნობდი, ჩემთვის მარტოდ- მარტო... წვიმას აპირებდა ყველა სადღაც  გარბოდა ფაცი-ფუცობდა,თითქოს რაღაცის ეშინოდათ მე კი ჩემთვის მშვიდად და აუღელვებლად მივუყვებოდი ქუჩას... უეცრად დაიქუხა და ჩემს ბაგეზე წვიმის წვეთი მოკალათდა... ისე მშვიდად, წყნარად და კომფორტულად  თითქოს და ნებართვა ქონდა აღებული. ცოტა არ იყოს გავუჯავრდი წვიმის წვეთს  როგორ გაბედე ჩემს ბაგეზე რომ მოკალათდი მეთქი?! და იცით რა მიპასუხა? მეშინოდა მარტო ყოფნისო... ისე როგორც მე... ამ სიტყვებმა ცოტა არ იყოს დამაღონა, მინდოდა წვიმის წვეთს შევხებოდი მოვფერებოდი,  მაგრამ შემეშინდა... შემეშინდა იმის რომ რამეს ვატკენდი და ისიც გაქრებოდა... გაქრებოდა და დავჩებოდი მარტო ისევ ისე როგორც ადრე...
    მე და წვიმის წვეთი დავრსეინობდით მივუყვებოდით ავლაბრის ქუჩებს და ვუყვებოდით ერთმანეთს ჩვენს შესახებ.
  ვკითხე წვიმის წვეთს დედამიწაზე რატომ ჩამოხვედი მეთქი?! ამ კითხვაზე ცოტა არ იყოს დაღონდა და დადუმდა, მაგრამ მერე ყველაფერი მიამბო... მიამბო ის რომ ის ცხოვრობდა მარტო, მარტო მიუხედავად იმისა რომ ყველა გვერდით ყავდა. ამიტომ გადაწყვიტა წასულიყო ისეთ ადგილას სადაც ეყოლებოდა მეგობარი იქ სადაც მოუსმენდნენ და თავს იგრძნობდა კარგად. მეც მინდოდა წავსულიყავი იქ სადაც გამიგებნდენ და თბილად გამიღიმებდნენ...
  მე და წვიმის წვეთი მართლია დავმეგობრდით მაგრამ ერთი პრობლემა იყო - მზე!... როგორც კი მზე გამოანათებდა წვიმის წვეთი უმალ გაქრებოდა და გაიყრებოდა ჩვენი გზებიც. ამიტომ რაღაც  უნდა გვეღონა... ერთადერთი გზა იყო მე გავყოლოდი მას...
  და მართლაც ცის ბილიკებს გავუყევით მე და წვიმის წვეთი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები