ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალალო
ჟანრი: პოეზია
13 იანვარი, 2014


უნდა თქვა, სანამ გადაგივლიდეს!..

როდესაც გინდა, რამის გამხელა,
ბოქლომი მოხსნა გრძნობის სილუეტს,
გულის ფიქრებს ნუ დაატუსაღებ,
და ნურც მოუსმენ ავ ხმების დუეტს,

რომელიც შიშის შიშს ჩაგჩიჩინებს
და გებრკოლება სულის შვებაში,
თან გიწიოკებს ნატვრებს, იმედებს,
გბოჭავს გრძნობების გაშიშვლებაში..

ამ დროს არ აჰყვე შიშნარევ პათოსს,
მიუყურადე გულის ძახილებს,
თქვი ის, რაც გრძნობად, ფიქრად გიფეთქავს,
ენდე თვითრწმენის გამოძახილებს.

და ამოღერღე, ოღონდ თამამად,
გულის ძარღვებში რაც გილივლივებს,
ზუსტად ის აღარ განმეორდება,
ჰოდა თქვი, სანამ გადაგივლიდეს!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები