ჯერ არ ჩასახულიც, ჯერ არ ნაფიქრალიც, სიცოცხლეს ვუმღერდი დითირამბს... ასე ავუჩუყე გული ცა-მტირალას. მანაც მხოლოდ წამომიტირა...
წამოცრემლებაა ეს სიცოცხლე იქნებ პირის დასაბანად მზისათვის... ჰოდა, რადგან ვიცი, მალე გადაიღებს მინდა მხოლოდ შენთან ვიწვიმო! ისე ვიწოვ შენგან მაქსიმალურ სითბოს, როგორც ცხელი ჩაის ფინჯანით... (მონდომებით ვატევ ორი ხელის თითებს) ვცდილობ მთელი დოზით მიგიღო...
ისე ცხელი იყოს მინდა ეს გრძნობა, რომ სულ სულის შებერვას ითხოვდეს, ისე ვერ გითმენდე, რომ გამომეპაროს და თუნდაც ტუჩებიც დავიწვა... თუ მკრეხელობაა ის ღამის ტროპარი ოცნებების დროს რომ ვიტყოდი, მაშინ გევალება სულის მეგობარო, ღმერთთან თავდახრილიც დამიცვა...
რა ჩემი ბრალია თუკი ელექსირი სისხლში თავისთავად შედედდა.. და ამ ოცნებებით ისე გავიტოტე საცაა გავუსწრებ ბაბილონს... რა ჩემი ბრალია თუკი მელექსება... არ ვჩქარობ ჯერ მისვლას მე ღმერთთან! მიშუამდგომლე, გთხოვ და არ მიმატოვო, ენები რომ აღარ არიოს...
ჯერ არ დაბადებულს, დედის არიამდეც, რადგანაც სიცოცხლე მინდოდა, აჰა, წამომწინწკლა ცამ და დაგაბარა რომ მიწას შენ გადაეფინო... და თუ მე ვიქნები შენი არიადნე, ვისითაც ამარცხებ მინოტავრს, მაშინ ნუ დაუშვებ, ბედის ანაბარას სიკვდილ-სიცოცხლე რომ მეტკინოს!...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
34. ყოჩაღ ყმაწვილო ) ყოჩაღ ყმაწვილო )
33. დიდი მადლობა ))))) დიდი მადლობა )))))
32. კარგი ლექსი +2 კარგი ლექსი +2
31. ძალიან ამსხავს ეგ სტროფი რეალურად... ძალიან ამსხავს ეგ სტროფი რეალურად...
30. ისე ცხელი იყოს მინდა ეს გრძნობა, რომ სულ სულის შებერვას ითხოვდეს, ისე ვერ გითმენდე, რომ გამომეპაროს და თუნდაც ტუჩებიც დავიწვა... თუ მკრეხელობაა ის ღამის ტროპარი ოცნებების დროს რომ ვიტყოდი, მაშინ გევალება სულის მეგობარო, ღმერთთან თავდახრილიც დამიცვა... + + + ძლიერი ვედრებაა. თითქმის მისტიური. ისე ცხელი იყოს მინდა ეს გრძნობა, რომ სულ სულის შებერვას ითხოვდეს, ისე ვერ გითმენდე, რომ გამომეპაროს და თუნდაც ტუჩებიც დავიწვა... თუ მკრეხელობაა ის ღამის ტროპარი ოცნებების დროს რომ ვიტყოდი, მაშინ გევალება სულის მეგობარო, ღმერთთან თავდახრილიც დამიცვა... + + + ძლიერი ვედრებაა. თითქმის მისტიური.
29. ლამაზი დითირამბია... კარგი გოგო ხარ! წარმატებები! ჩემი +2 არიადნეს... ლამაზი დითირამბია... კარგი გოგო ხარ! წარმატებები! ჩემი +2 არიადნეს...
28. Dიდი მადლობა... ))) Dიდი მადლობა... )))
27. დიდი გრძნობით არის დაწერილი :) მომეწონა
წამოცრემლებაა ეს სიცოცხლე იქნებ პირის დასაბანად მზისათვის... ჰოდა, რადგან ვიცი, მალე გადაიღებს მინდა მხოლოდ შენთან ვიწვიმო!
აქ განსაკუთრებით :) დიდი გრძნობით არის დაწერილი :) მომეწონა
წამოცრემლებაა ეს სიცოცხლე იქნებ პირის დასაბანად მზისათვის... ჰოდა, რადგან ვიცი, მალე გადაიღებს მინდა მხოლოდ შენთან ვიწვიმო!
აქ განსაკუთრებით :)
26. ჯერ არ დაბადებულს, დედის არიამდეც, რადგანაც სიცოცხლე მინდოდა, აჰა, წამომწინწკლა ცამ და დაგაბარა რომ მიწას შენ გადაეფინო... და თუ მე ვიქნები შენი არიადნე, ვისითაც ამარცხებ მინოტავრს, მაშინ ნუ დაუშვებ, ბედის ანაბარას სიკვდილ-სიცოცხლე რომ მეტკინოს!...
კარგია ანა ++ ჯერ არ დაბადებულს, დედის არიამდეც, რადგანაც სიცოცხლე მინდოდა, აჰა, წამომწინწკლა ცამ და დაგაბარა რომ მიწას შენ გადაეფინო... და თუ მე ვიქნები შენი არიადნე, ვისითაც ამარცხებ მინოტავრს, მაშინ ნუ დაუშვებ, ბედის ანაბარას სიკვდილ-სიცოცხლე რომ მეტკინოს!...
კარგია ანა ++
25. Mადლობა, მადლობა <3 Mადლობა, მადლობა <3
24. აუფ.....რა გრძნობებია :) აუფ.....რა გრძნობებია :)
23. წარმატებები...+2 წარმატებები...+2
22. ჰოდა ვწერ ხოლმე როცა დრო მაქვს ))))) მადლობა ) ჰოდა ვწერ ხოლმე როცა დრო მაქვს ))))) მადლობა )
21. რა ჩემი ბრალია თუკი მელექსება... თუ გელექსება,ილექსე ვინ ვისი დარდი იცისა? რა ჩემი ბრალია თუკი მელექსება... თუ გელექსება,ილექსე ვინ ვისი დარდი იცისა?
20. Lუტეცია, გმადლობ, გაიხარე :-* Lუტეცია, გმადლობ, გაიხარე :-*
19. ისე ცხელი იყოს მინდა ეს გრძნობა, რომ სულ სულის შებერვას ითხოვდეს - მშვენიერია.
მითოლოგიური ალუზიებიც კარგი იყო ბოლოში. ისე ცხელი იყოს მინდა ეს გრძნობა, რომ სულ სულის შებერვას ითხოვდეს - მშვენიერია.
მითოლოგიური ალუზიებიც კარგი იყო ბოლოში.
18. ძალიან დიდი მადლობა... უღრმესი... ძალიან დიდი მადლობა... უღრმესი...
17. შენ გაქვს ერთი ფანტასტური ლექსი - "რომ შემძლებოდა"......ეს თემა იქაც მუსირებს და თუ ბოლომდე გულწრფელი ვიქნები, იქ უკეთესად........ თუ სამოთხეში არ არის ღამე, მაშინ მითხარით როგორ თენდება........მშვენიერი ნასროლია.............
აქ, სათაურია - "ჯერ არ არსებულს" და განცდის მომანტი, თითქმის ერთი-ერთში ზის......... რა ჩემი ბრალია თუკი მელექსება...არ ვჩქარობ ჯერ მისვლას მე ღმერთთან................ვფიქრობ, ეს ყველაფერი ძიებაა, მიახლოვებაა რეალიებთან, ვგრძნობ, რომ ეს "თემა" გაწუხებს, სულს გიფორიაქებს............იმასაც ვამჩნევ, სანამ ბოლომდე არ ამოწურავ, არ მოხარშავ, არ შეეშვები...........ხოდა, ძალიანაც კარგი..........
უყოყმანოდ, ულაპარაკოდ ფრიადი 5 შენ გაქვს ერთი ფანტასტური ლექსი - "რომ შემძლებოდა"......ეს თემა იქაც მუსირებს და თუ ბოლომდე გულწრფელი ვიქნები, იქ უკეთესად........ თუ სამოთხეში არ არის ღამე, მაშინ მითხარით როგორ თენდება........მშვენიერი ნასროლია.............
აქ, სათაურია - "ჯერ არ არსებულს" და განცდის მომანტი, თითქმის ერთი-ერთში ზის......... რა ჩემი ბრალია თუკი მელექსება...არ ვჩქარობ ჯერ მისვლას მე ღმერთთან................ვფიქრობ, ეს ყველაფერი ძიებაა, მიახლოვებაა რეალიებთან, ვგრძნობ, რომ ეს "თემა" გაწუხებს, სულს გიფორიაქებს............იმასაც ვამჩნევ, სანამ ბოლომდე არ ამოწურავ, არ მოხარშავ, არ შეეშვები...........ხოდა, ძალიანაც კარგი..........
უყოყმანოდ, ულაპარაკოდ ფრიადი 5
16. დიდი მადლობა, სტიქიავ :))))))))))))))))))))) დიდი მადლობა, სტიქიავ :)))))))))))))))))))))
15. ვერლიბრისთვის დამახასიათებელი თავისებური ინტონაცია აქვს თუ მოუსმენ სტრიქონებს, მაგრამ ალაგ-ალაგ იძაბება მუსიკა.არის ლამაზი სიტყვათა წყობა,მოკლედ ნორმალური ვერლიბრია. მჯერა უკეთესსაც წავიკითხავ. წარმატებები:) "2" ვერლიბრისთვის დამახასიათებელი თავისებური ინტონაცია აქვს თუ მოუსმენ სტრიქონებს, მაგრამ ალაგ-ალაგ იძაბება მუსიკა.არის ლამაზი სიტყვათა წყობა,მოკლედ ნორმალური ვერლიბრია. მჯერა უკეთესსაც წავიკითხავ. წარმატებები:) "2"
14. ძალიან დიდი მადლობა, ახლა დავუკვირდი, 5ჯერ მითქვამს ლექსში... დავწერე თუ არა გამოვაქვეყნე და ))) შევცვლი რამეს ალბათ მერე )) :-* :-* :-* ძალიან დიდი მადლობა, ახლა დავუკვირდი, 5ჯერ მითქვამს ლექსში... დავწერე თუ არა გამოვაქვეყნე და ))) შევცვლი რამეს ალბათ მერე )) :-* :-* :-*
13. რაღაც დროის შემდეგ თვითონვე დახვეწავ და საუკეთესო ლექსი გამოვა...:-* +3 ძალია ბევრ "რომს" ხმარობ...ეცადე ნაკლებად გამოიყენო... კარგი ანა ხარ შენ...:-*
რაღაც დროის შემდეგ თვითონვე დახვეწავ და საუკეთესო ლექსი გამოვა...:-* +3 ძალია ბევრ "რომს" ხმარობ...ეცადე ნაკლებად გამოიყენო... კარგი ანა ხარ შენ...:-*
12. ძალიან ძალიან დიდი მადლობა <3 ძალიან ძალიან დიდი მადლობა <3
11. "მიშუამდგომლე, გთხოვ და არ მიმატოვო, ენები რომ აღარ არიოს... " სხვებიც :)) "მიშუამდგომლე, გთხოვ და არ მიმატოვო, ენები რომ აღარ არიოს... " სხვებიც :))
10. მომეწონა. ++ მომეწონა. ++
9. სევდიანი + აზრიანი და ქალური! ) სევდიანი + აზრიანი და ქალური! )
8. ჰაჰაჰ )))) ეგ არაფერი ))) ჰაჰაჰ )))) ეგ არაფერი )))
7. მაპატიე ვიწოვ ყოფილა, ნასვამი ვარ და მეპატიება ხარაშინიო! :))) მაპატიე ვიწოვ ყოფილა, ნასვამი ვარ და მეპატიება ხარაშინიო! :)))
6. საინტერეოდ გაშლილი სტრიქონებია, მაგრამ სიტყვა შევიწოვ აქ ჩემი აზრით არაპოეტურად ჟღერს ანიჩკა :)) მთლიანობაში მომეწონა. ხრაშო-ხარაშა :) საინტერეოდ გაშლილი სტრიქონებია, მაგრამ სიტყვა შევიწოვ აქ ჩემი აზრით არაპოეტურად ჟღერს ანიჩკა :)) მთლიანობაში მომეწონა. ხრაშო-ხარაშა :)
4. წამოცრემლებაა :))))) წამოცრემლებაა :)))))
3. მადლობააა ^_^ მადლობააა ^_^
2. რა კარგი ლექსი მოგიტანია ანუშკი 5 + რა კარგი ლექსი მოგიტანია ანუშკი 5 +
1. ჰოდა, რადგან ვიცი, მალე გადაიღებს მინდა მხოლოდ შენთან ვიწვიმო! ისე ვიწოვ შენგან მაქსიმალურ სითბოს, როგორც ცხელი ჩაის ფინჯანით... (მონდომებით ვატევ ორი ხელის თითებს) ვცდილობ მთელი დოზით მიგიღო...
მGრძნობიარეა ანი,მომწნს მე +5 ჰოდა, რადგან ვიცი, მალე გადაიღებს მინდა მხოლოდ შენთან ვიწვიმო! ისე ვიწოვ შენგან მაქსიმალურ სითბოს, როგორც ცხელი ჩაის ფინჯანით... (მონდომებით ვატევ ორი ხელის თითებს) ვცდილობ მთელი დოზით მიგიღო...
მGრძნობიარეა ანი,მომწნს მე +5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|