 | ავტორი: ბუდულა_22 ჟანრი: პროზა 19 იანვარი, 2014 |
დილიდანვე ამედევნა შენზე ფიქრი მაინც მოახერხე, რომ ფიქრით ამედევნე... წუხელ გავჯიუტდი და მოგიშორე. ახლა კი ვატყობ გამიჭირდება ... სამსახურში შესვლისას გარეთ დაგტოვე, ყინვასა და სიცივეში. მერე ორჯერ გამახსენდა, გარეთ რომ მყავდი დატოვებული და ორივეჯერ შემოგიყვანე...გაგათბე, მეც გავთბი და მერე ისევ მოგიშორე... აკვიატებას გავხარ... ახლაც , ხელებში მიყურებ, თავზე დამადექი, რას დავწერ და შენზე თუ წამომცდება სიტყვა. ვითომ ვერ ხვდები, რომ ამასაც შენზე ვწერ... ფიქრობ, რომ თუ სახელს არ ვახსენებ, შენ არ ხარ? იცოდე, სახელს არ ვახსენებ და იფიქრე , რომ სხვაზე ვწერ... მაინც ადევნებული ხარ და ფიქრში სულ შენ მყავხარ.
როცა პირველად გნახე, სასაცილო იხვის ჭუკივით გაწუწული ბეღურა იყავი, ფრთები გქონდა ჩამოყრილი და ცახცახებდი. ხელში აგიყვანე, მოგეფერე, დაგათბე და უბეში ჩაგისვი...მახსოვს რამდენს ფართხალებდი და ჯიუტობდი... გათბობა არ გინდოდა? არა... უბრალოდ ჩემი შეგეშინდა, რომ ისედაც ჩამოყრილი ფრთები არ შემოგლეწვოდა... როცა მიხვდი, რომ არათუ ფრთებს დაგილეწავდი, პირიქით, ჩემს უბეში საფრთხე არც სხვისგან გემუქრებოდა, გათამამდი და ჩამეხუტე. ფისოსავით გაქურხალდი, მეც გამათბე და თვითონაც გათბი.
ხანდახან დავიღლები ხოლმე შენზე ფიქრით და გულიდან ამოგიღებ...ხანდახან ჩემს თავს ვებრძვი და დროებით ვთავისუფლდები. ერთხელ, გულის გარეთაც დაგტოვე, მაგრამ მაინც შეზრდილი ხარ ამ ქსოვილებთან და მტკივნეული...
მაგრამ, ახლა, ამ დილით ფიქრით ისევ ამედევნე და არ მინდა მიხვდე, რომ ეს შენ ხარ... ხელებში მიყურებ, რას დავწერ და როგორ დავწერ, მაგრამ სახელს არ ვახსენებ და მაინც ვერ მიხვდები, რომ შენზე დავწერ...
ამას აკვიატება ქვია... შენზე მეტად მგონი ჩემი აკვიატება მიყვარს
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. აქ სად მიგიგნია:) მოგიკითხე მეგობარო აქ სად მიგიგნია:) მოგიკითხე მეგობარო
6. ახლაც , ხელებში მიყურებ, თავზე დამადექი, რას დავწერ და შენზე თუ წამომცდება სიტყვა. ვითომ ვერ ხვდები, რომ ამასაც შენზე ვწერ...
+++ ახლაც , ხელებში მიყურებ, თავზე დამადექი, რას დავწერ და შენზე თუ წამომცდება სიტყვა. ვითომ ვერ ხვდები, რომ ამასაც შენზე ვწერ...
+++
5. მადლობა...რომ ამედევნე... მადლობა...რომ ამედევნე...
4. " ხანდახან დავიღლები ხოლმე შენზე ფიქრით და გულიდან ამოგიღებ...ხანდახან ჩემს თავს ვებრძვი და დროებით ვთავისუფლდები. ერთხელ, გულის გარეთაც დაგტოვე, მაგრამ მაინც შეზრდილი ხარ ამ ქსოვილებთან და მტკივნეული..."
"ამას აკვიატება ქვია... შენზე მეტად მგონი ჩემი აკვიატება მიყვარს" +++++ " ხანდახან დავიღლები ხოლმე შენზე ფიქრით და გულიდან ამოგიღებ...ხანდახან ჩემს თავს ვებრძვი და დროებით ვთავისუფლდები. ერთხელ, გულის გარეთაც დაგტოვე, მაგრამ მაინც შეზრდილი ხარ ამ ქსოვილებთან და მტკივნეული..."
"ამას აკვიატება ქვია... შენზე მეტად მგონი ჩემი აკვიატება მიყვარს" +++++
3. მართლაც,ხშირი შემთხვევაა:) მართლაც,ხშირი შემთხვევაა:)
2. ფიქრი და აკვიატება, ლუტეცია:) ფიქრი და აკვიატება, ლუტეცია:)
1. "შენზე მეტად მგონი ჩემი აკვიატება მიყვარს"
- ჰო, ხშირად ხდება ასე. :( "შენზე მეტად მგონი ჩემი აკვიატება მიყვარს"
- ჰო, ხშირად ხდება ასე. :(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|