ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რომან.ჯოჯუა
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2014


ბებია ცოტა ხანს არ დადო ყურმილი (რ. ჯოჯუა)

ცბებია ცოტა ხანს არ დადო ყურმილი (რ. ჯოჯუა)

ქალაქში მძვინვარებს ჩვეული დუმილი
ქალაქი მუზაა ბოჰემურ აზრების
ბებია ცოტა ხანს არ დადო ყურმილი
მინდა რომ ტირილი გავიგო ვაზების

ოჰ როგორ გიგინებს პატარა ღუმელი
ის სითბო შველაა ჩემებურ დარდების
თითქოს და ყურმილში გამოდის სურნელი
სურნელი მაჭრის და დაბრაწულ მჭადების

სულ თვალწინ დამიდგა ეზო და ვენახი
მომკილი ყანა და ვეება ზვინები
სად არის სად არის მე ვერსად ვერ ვნახე
სულ ტკუილად ვოცნებობ ტყუილად ვიმზირები

ყურება მომწყურდა დაქანცულ საღამოს
სხივები ნაზად რომ აკვდება ტრამალებს
ხელმა ის ფერები როგორ შეახამოს
თუ ხედი ედემის მზერიდან დამალეს

ეს მხოლოდ შეეძლო გენიოს ფიროსმანს
ნესტიან დილეგში სამოთხეს ხატავდა
ის არაყს წრუპავდა ჩემი კი ღვინოს სვამს
რომელიც ქალაქში არ არის გათავდა

სოფელში სულ სხვაა ხომ იცი ზამთარი
ხეები ქოხები ღრუბლებში ჩაფლული
და გლეხის თვალები ღმერთივით მართალი
დათოვლილ თმებით და ცხოვრებით ჩაგრული

სახლები სახლები როგორც ორთქმავლები
მე მიყვარს სურნელი გამურულ ბუხრების
ფუსფუსით მაგიდას აწყობენ ქალები
გარეთ კი ბუნებას უთრთოლავს მუხლები

ბებია ცოტა ხანს არ დადო ყურმილი
ბებია ჩემს ნაცვლად აკოცე მურიას
მომბეზრდა ქალაქის უაზრო დუმილი
ვერ ვიტან მის მზერას უთქმელს და შურიანს

ბებია ცოტა ხანს არ დადო ყურმილი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს