ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
28 იანვარი, 2014


სენეგალი

ვიცი, გამიმეტებს ბედი-სალახანა,
როცა მომაკითხავს მწვავე ურემია...
როცა აივსება ჩემი ბალდახინი,
თქვენი ყვავილებით, მე კი უურემოდ
წამაჩანჩალებენ სადმე განაპირა
ანდა უნაპირო სოფლის სამარეზე,
თქვენი საჯდომელი-თბილი კანაპეა,
მე კი მივიცვალე, მაგრამ სკაბრეზული
დამრჩა პოეზია, ღამის ნაშიერი,
ჩემი ოცნებების, ჩემი დარდის სფერო;
რადგან მოგონება ისე მლაშე არის,
როგორც სენეგალის ტბაა ვარდისფერი,
ვეღარ შეველიე ვერცერთ ნაკუპლეტარს,
შევალ სამყოფელში, როგორც განდეგილი,
ქვევით შენ დამრჩები, ჩემი კაპულეტი,
ზევით მე ვიქნები, შენი მონტეგივით.
ვიცი, გამიმეტებს ბედი-სალახანა,
როცა დამიდგენენ კომას-ურემიულს...
როცა აივსება ჩემი ბალდახინი,
თქვენი ყვავილებით, წინ კი ურემია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს