ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2014


  ჩამოტვირთვა

== ბენჟამენ ==

ქარებმა ღრუბლები გახედნეს და
ქარები წვიმებმა გახედნეს და
შენს თვალებს თვალებში ჩახედე და
მითხარი, ჩემნაირი ვინ არის,

ბენჟამენ,
ტყის თავზე გამაქროლე,
სადაც, მწვანე ზღვები ლივლივებენ,
სადაც ფოთლები და ხეებია,
ტბები  და ცისფერი ლილიები.

ბენჟამენ,
მიწაზე დამაბრუნე,
მიწიდან უფრო კარგად ვიმზირები,
შენ და მე,
ერთად უნდა დავასრულოთ
არდაკისრებული მისიები.

ბენჟამენ,
არასოდეს დამიტოვო
კითხვის ნიშნები და კაუჭები
გულზე,
სისხლისაგან დავიცლები
თუ არ გამეცემა პასუხები.
თუ წარსულისაკენ მეწევიან
კაუჭზე გამობმული ანკესები.
ბენჟამენ, ეგ ანკესიც დაამტვრიე,
თორემ, ტკივილისგან ავკვნესდები.

ბენჟამენ,
ტყის თავზე გამაქროლე,
სადაც, მწვანე ზღვები ლივლივებენ,
სადაც ფოთლები და ხეებია,
ტბები  და ცისფერი ლილიები.

ქარებმა ღრუბლები გახედნეს და
ქარები წვიმებმა გახედნეს და
შენს თვალებს თვალებში ჩახედე და
მითხარი, ჩემნაირი სხვა ვინ არის.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები