ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: jaden
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2014


არაფერია


                                                                           
ისევ ვსაუბრობთ.  არაფერზე...
ისევ გიყვები,
თუ როგორ ვაჭმევ დილით მტრედებს
და გზებს მივყვები,
რომ ლამის ვყვირი
ამ ხალხმრავალ სიმარტოვეში
და რომ სიზმრები მაწუხებენ,-
ისევ გიყვები.

ისევ ვიცინი.
საღამოა.  ისევ ქარები,
თავსხმა წვიმებთან ჩახლართულან
გამჭოლ სიცივედ
და მონატრების უსათუთეს ეკიბანეებს
იებით ვრთავ და-
უდარდელად ისევ ვიცინი.

მერე გიყვები,
კვლავ გულდასმით ვზომავ გასაჭრელს
და არეოლით  მოთმინების
წლები მმოსავენ,
მაინც ჯიუტად ვმალავ სურვილს-
გადამიმარცვლო,
მოქნილ ხერხემლის
სათითაო კრიალოსანი.

2009.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები