| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 4 თებერვალი, 2014 |
რა ხანია ჰოლივუდში გამოცხადდა კარანტინი, აღარ ავსებს შამპანюრი გამჭვირვალე ბოკალებს... პენსიაში გასვლისათვის ემზადება ტარანტინო, ასე ვერსად გაიშვები, შენ ხომ ბილი მოკალი. ასი ვერსით დაშორების ალბათობა მატულობს, თუკი დაიკარგება ნოქსვილელი ყმაწვილი... აჭრელდება ყვითელი პრესა-მაკულატურა, როცა სხეულს ცოფიან ოთხფეხებთან აწყვილებ. როცა ოთხი ოთახის გენია და სატირა, რიგ-რიგობით გაწვალებს, როგორც ექვსი გოგონა... როცა ასე დიდი ხარ, თან ასეთი პატარა, უსახელო ნაბიჭვრებს როცა ერთად მოკონავ, როცა მილიონები შენთვის უზალთუნია, როცა ასე მშვიდი ხარ უჩვეულო სიგიჟით... როცა გიყვარს საჯაროდ შენი მუზა თურმანი, კოკაინი, მზის ჩასვლა, ჰოსტელი, ფუტ-ფეტიში. როცა შენი სახელი არის კვინტი, მეხუთე და არავინ არ იცის, სად დევს შენი ოსკარი კინოგაქირავებით ყველას სულებს უხუთავ, პენსიამდე ამრიგად ჯერ ძალიან შორს არის!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ვეცდები საკუთარი დავწერო, იუმორისტულ ჭრილში :) ვეცდები საკუთარი დავწერო, იუმორისტულ ჭრილში :)
2. ვისი იქნება მომდევნო ლექს-ბიოგრაფია?
შეკვეთებს ხომ არ იღებთ? :)
ვისი იქნება მომდევნო ლექს-ბიოგრაფია?
შეკვეთებს ხომ არ იღებთ? :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|