 | ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია 9 თებერვალი, 2014 |
შენ არ მიდარდო, აღარასდროს თუ მოვალ შენთან. არ მომინატრო, არც მეძებო. "იყო და არა იყო რა!" იყოს ჩვენი ზღაპრის კეთილი ბოლო. თავიც და შუაც, გვერდებიც და ქვის საძირკველიც, მუხლს რომ არ ასცდა, ერთხელაც ვერ ამოვიშენეთ, გულისპირამდეც ვერ ავწიეთ კედლის სათავე და დავრჩი ასე-
მარტო-ხე, ქალი-მარტო, მარტო-მიწა, ცა-მარტო, ხან მწვავდა გვალვა. ხან მახრჩობდა წვიმის სეზონი. მერე-გამახმო შეძახილმა. მერე-დუმილის შემჭამა ჟანგმა, შენ რომ დიდხანს ოქრო გეგონა.
ტყვიისფერია ისევ დილა - მზე ჩამოვხსენი. შუშის სხივები დავუმტვრიე - აღარ მათბობდა და თუ ჩემს ცაზე სიყვარული ერქვა სიცოცხლეს, შენსაზე - შიშით სიყვარული სურდა მაცხოვარს.
(ნეტარ არიან მორწმუნენი და მორჩილებით და მოთმინებით მოიპოვონ სასუფეველი!)
მე კი კვლავ ვდგავარ მარტოდ- მარტო-ხე, ქალი-მარტო, მარტო-ცა, მიწა-მარტო, სადაც მშრალი ხელებით, ვთესავ ხორბალს და თავთუხებით სავსე ყანაში ჯიუტი სახით უხვად ვიმკი გლოვას და ურვას. ვკრავ ძნებად. მერე მე და ჩემი თეთრი თიკნები ერთმანეთს შენი სამსხვერპლოსკენ მოვდენით მძიმედ,- ძნელია შენი აღმართების გზა ღორღიანი...
და თუ მოვაღწევთ, გამოგვისვი სიცივე ხორხთან, ვერცხლის თვალებში ბარძიმივით ჩამოგვიწრიტე. დაგვლიე, ჩემო, შეგვიწიე, შეგვისისხლხორცე, წაგვიქციე და გადაიკარ ხსოვნაზე რული.
და მოგვეტევოს. კერპებსაც და შეწირულებსაც.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
46. მეთხე რო არ გაეტანა ეხლა ხო ვიგებდი :(
კაი ლექსია მეთხე რო არ გაეტანა ეხლა ხო ვიგებდი :(
კაი ლექსია
45. მადლობა რომ არსებობთ ჟადენ... მადლობა რომ არსებობთ ჟადენ...
44. კარგი შესრულებაა. კარგი შესრულებაა.
43. გიორგიუს :)
გიორგიუს :)
42. შენ რომ წერო და ჩვენ ვიკითხოთ საინტერესო რამეები ;) შენ რომ წერო და ჩვენ ვიკითხოთ საინტერესო რამეები ;)
41. ჟადენნ შენ უნდა წერო. ბევრი! +2 ჟადენნ შენ უნდა წერო. ბევრი! +2
40. ძლიერი ხარ! რა გითხრა მეტი ... :) 55555555 ძლიერი ხარ! რა გითხრა მეტი ... :) 55555555
38. ძალიან მაგარია ნან... რომც არ დავაკომენტარო სულ გკითხულობ... ძალიან მაგარია ნან... რომც არ დავაკომენტარო სულ გკითხულობ...
37. ძალიან მაგარია ნან... რომც არ დავაკომენტარო სულ გკითხულობ... ძალიან მაგარია ნან... რომც არ დავაკომენტარო სულ გკითხულობ...
36. რა ხალხი.. ^^ გულითადი მადლობა ყველას :* რა ხალხი.. ^^ გულითადი მადლობა ყველას :*
35. წარმატებები,ძალიან მომეწონა ++ წარმატებები,ძალიან მომეწონა ++
33. ჩემი თუშქალა :* ჩემი თუშქალა :*
32. იშვიათია. . წერდე ისე, რომ მკითხველთან მუდამ ასეთი ემოცია მიიტანო. . ++ იშვიათია. . წერდე ისე, რომ მკითხველთან მუდამ ასეთი ემოცია მიიტანო. . ++
31. რა მაგარი მყავხარ:*** რა მაგარი მყავხარ:***
30. ძალიან კარგია ქალბატონო ჟადენ. ძალიან კარგია ქალბატონო ჟადენ.
29. აუ როგორ მომეწონა! <3 5. აუ როგორ მომეწონა! <3 5.
28. მომეწონა
+2
წარმატებები მომეწონა
+2
წარმატებები
27. :) დიდი მადლობა ყველას. :) დიდი მადლობა ყველას.
26. და თუ მოვაღწევთ, გამოგვისვი სიცივე ხორხთან, ვერცხლის თვალებში ბარძიმივით ჩამოგვიწრიტე. დაგვლიე, ჩემო, შეგვიწიე, შეგვისისხლხორცე, წაგვიქციე და გადაიკარ ხსოვნაზე რული.
ძალიან კარგია და თუ მოვაღწევთ, გამოგვისვი სიცივე ხორხთან, ვერცხლის თვალებში ბარძიმივით ჩამოგვიწრიტე. დაგვლიე, ჩემო, შეგვიწიე, შეგვისისხლხორცე, წაგვიქციე და გადაიკარ ხსოვნაზე რული.
ძალიან კარგია
25. ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
24. კონცეპტუალურ-ესთეტიკურად ვერშემდგარი სიურრეალიზმია. კონცეპტუალურ-ესთეტიკურად ვერშემდგარი სიურრეალიზმია.
23. "ძნებად შეკრულმა გლოვამ და ურვამ" ჩამიტანა ახლა. "ძნებად შეკრულმა გლოვამ და ურვამ" ჩამიტანა ახლა.
22. ჟადენ, ჟადენ და უთვალავჯერ ჟადენ ))) ჟადენ, ჟადენ და უთვალავჯერ ჟადენ )))
21. და მოგვეტევოს. კერპებსაც და შეწირულებსაც.
+5 და მოგვეტევოს. კერპებსაც და შეწირულებსაც.
+5
20. ტყვიისფერია ისევ დილა - მზე ჩამოვხსენი. შუშის სხივები დავუმტვრიე - აღარ მათბობდა და თუ ჩემს ცაზე სიყვარული ერქვა სიცოცხლეს, შენსაზე - შიშით სიყვარული სურდა მაცხოვარს.
ძალიან !ძალიან!!!!!!!!!ნან!5++++ ტყვიისფერია ისევ დილა - მზე ჩამოვხსენი. შუშის სხივები დავუმტვრიე - აღარ მათბობდა და თუ ჩემს ცაზე სიყვარული ერქვა სიცოცხლეს, შენსაზე - შიშით სიყვარული სურდა მაცხოვარს.
ძალიან !ძალიან!!!!!!!!!ნან!5++++
19. უზომოდ დახვეწილი ლექსი ასეთივე სათქმელით ++ უზომოდ დახვეწილი ლექსი ასეთივე სათქმელით ++
18. ძალიან..ძალიან პოეზიაა ეს...555 წყალივით მიდის და სიმშვიდე შემოაქვს მკითხველში... როგორ მოუხდა სიმშვიდეც შენს პოეზიას, თუმცა მე ის ფორიაქა შეგრძნებებიც ძალიან მიყვარს...:-*
ძალიან..ძალიან პოეზიაა ეს...555 წყალივით მიდის და სიმშვიდე შემოაქვს მკითხველში... როგორ მოუხდა სიმშვიდეც შენს პოეზიას, თუმცა მე ის ფორიაქა შეგრძნებებიც ძალიან მიყვარს...:-*
17. ხელშესახებად დახატული ემოციები. ხელშესახებად დახატული ემოციები.
15. ძალიან მაგარია! :) ძალიან მაგარია! :)
14. ჟადენ, რამსიმაღლეზე დგახართ თუ იცით... ჟადენ, რამსიმაღლეზე დგახართ თუ იცით...
13. ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
9 თებერვალი, 2014
ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
9 თებერვალი, 2014
12. როგორც ყოველთვის სულიერი განცდები და ცოცხალი ემოცია.აი რატომ შემიყვარდა თქვენი შემოქმედება აზრიანი, და ცოცხალია ათასჯერ რომ წავიკითხო ათასჯერვე განვიცდი იმ ემოციას რასაც თქვენ გვჩუქნით.მომეწონა ძალიან და მიხარია ასეთი კარგი ლექსების ავტორი ასეთი უზადოდ დიდებული სულის მატარებელი რომ არის.სხვანაირად ვერც წარმომედგინა.გაიხარეთ:*5 როგორც ყოველთვის სულიერი განცდები და ცოცხალი ემოცია.აი რატომ შემიყვარდა თქვენი შემოქმედება აზრიანი, და ცოცხალია ათასჯერ რომ წავიკითხო ათასჯერვე განვიცდი იმ ემოციას რასაც თქვენ გვჩუქნით.მომეწონა ძალიან და მიხარია ასეთი კარგი ლექსების ავტორი ასეთი უზადოდ დიდებული სულის მატარებელი რომ არის.სხვანაირად ვერც წარმომედგინა.გაიხარეთ:*5
11. მარტო-ხე, ქალი-მარტო, მარტო-მიწა, ცა-მარტო,
++
მარტო-ხე, ქალი-მარტო, მარტო-მიწა, ცა-მარტო,
++
10. :) კრავაი, მადლობა. :) კრავაი, მადლობა.
9. დიდებულია.
და მოგვეტევოს. კერპებსაც და შეწირულებსაც. დიდებულია.
და მოგვეტევოს. კერპებსაც და შეწირულებსაც.
8. არაუშავს, მე ასეთი მეტად მომწონს, დაუხვეწავი :)
მადლობა ყველას :) არაუშავს, მე ასეთი მეტად მომწონს, დაუხვეწავი :)
მადლობა ყველას :)
7. არაუშავს,დახვეწა არ აწყენდა ალაგ-ალაგ:) არაუშავს,დახვეწა არ აწყენდა ალაგ-ალაგ:)
6. აუ........
საოცარია... აუ........
საოცარია...
5. მძაფრი ემოციები რომ მარტივად მოაქვს ავტორის, აი ის :) მძაფრი ემოციები რომ მარტივად მოაქვს ავტორის, აი ის :)
4. მიყვარს თქვენი ლექსები ... მიყვარს თქვენი ლექსები ...
3. მომეწონა. საინტერესდ გადმოცემულია. ++ მომეწონა. საინტერესდ გადმოცემულია. ++
1. ტყვიისფერია ისევ დილა - მზე ჩამოვხსენი. შუშის სხივები დავუმტვრიე - აღარ მათბობდა და თუ ჩემს ცაზე სიყვარული ერქვა სიცოცხლეს, შენსაზე - შიშით სიყვარული სურდა მაცხოვარს.
++ ჭის წყალივით ხარ jaden, ტყვიისფერია ისევ დილა - მზე ჩამოვხსენი. შუშის სხივები დავუმტვრიე - აღარ მათბობდა და თუ ჩემს ცაზე სიყვარული ერქვა სიცოცხლეს, შენსაზე - შიშით სიყვარული სურდა მაცხოვარს.
++ ჭის წყალივით ხარ jaden,
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|