მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში
* * *
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
რომან.ჯოჯუა
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2014
ღამისმტეხელის ახსარება (უილიამ ჯოჯუა)
ღამისმტეხელის აღსარება (რომან ჯოჯუა)
არ გეგონო ცისთვალებავ ჯაბანი
შენთანა ვარ უწყინარი კრავივით
მე მკლავს მხოლოდ შენი მზერის ნაგანი
და მატირებს გულდამწვარი ქალივით...
რა მუზებმა გამოგძერწა ამისთანა
როგორ გეყო თვით ღმერთების გონება
შენი ეშხი მე საფლავში ჩამატანა
სიყვარულმა და სიკვდილის ქროლებამ
შენი ცრემლი ანგელოზის ცრემლზე წმინდა
ვარდისა და წვიმის წვეთის ინანი
ვიტყვი მაშინ რომ სიკვდილი ამად ღირდა
სასურველოვ ერთხელ რომ დამინანო
ცა არ მეყო დასაწერად ჩემი გრძნობის
და არც წყნარი ოკეანის მელანი
მაპატიე ყველა ლექსი თავხედობის
ვარსკვლავებიც შენი ძილის მზვერავი
მზისჩასვლისფრად მოელვარე შენი კანი
თმები ახალ მოთიბული ალერდი
თმები სხივთა აბრეშუმით შეიკარი
და ჩაიცვი ღრუბლის თეთრი ხავერდი
შენ რა იცი მე როგორი შემიძლია
სიყვარული გიჟური და ფრთიანი
მე შენს გამო ლექსთა მთები შემიძვრია
მეხთა ენით დამიწყია გრიალი
ახლა სხივებს შემოაკვდა ზამთარი და
დაიცალა დედამიწის მარანი
ცრემლებს დავლებ მოგონების მათარიდან
გამინათებს წყვდიადს შენი ფარანი
რძისფერ მთვარემ ღამე თეთრად გადაბანა
მეც ამ ღამეს მთვარესავით ვიღვრები
გულმა მითხრა გულმა შენთან დამაბარა
შენს გამოო ფეთქვით არ დავიღლები
ჩაიძირა შენზე ფიქრის იახტები
თან იღება ლალისფერი საკანი
ბნელეთს ტეხენ სხვაზე დარდით პოეტები
მაღლლით ელავს გაბნეული დრაჰკანი
ცივ ალერსით გადაქანცულ შიშველ რტოებს
მოაგება დილამ ლაღი სალამი
ვიცი წლები მხოლოდ კოცნას შეგატოვებს
ატირდება ჩუმად იასამანი
ამღერდება მხოლოდ შენთვის ხმათა გუნდი
ღამე იყო? დღე გამოვა მზიანი
რომ წავედი მაპატიე ვერ დავბრუნდი
დაბრუნება არის ახლა გვიანი
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
2.
კარგია,წარმატებები ვაჟკაც
კარგია,წარმატებები ვაჟკაც
სტიქია.
2014-02-09 18:33:36
1.
კარგია,წარმატებები ვაშკაც
კარგია,წარმატებები ვაშკაც
სტიქია.
2014-02-09 18:24:50
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
07.09.2026 05:24:12
საიტის წევრს ნიკით:
ირინკა
ვულოცავთ დაბადების დღეს